ლევან კობერიძე "ნაციონალურ მოძრაობას" - სანამ НТВ-ს შემთხვევას გაიხსენებთ, საკუთარ წარსულს დაუფიქრდით

ლევან კობერიძე "ნაციონალურ მოძრაობას" - სანამ НТВ-ს შემთხვევას გაიხსენებთ, საკუთარ წარსულს დაუფიქრდით

სასურველი იქნებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოში გამარჯვება ისეთმა ფლანგმა შეძლოს, რომელთანაც შესაძლებელი იქნება შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა და არა კინკლაობა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრმა ლევან კობერიძემ გააკეთა.

კობერიძე "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა და ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომ რუსული НТВ-ს ანალოგიური პროცესები ქართუმა მედიამ სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაიარა, რაც НТВ-სთან შედარებით, გაცილებით უხეში ფორმებით განხორციელდა.

ამასთან, კობერიძის შეფასებით, განცხადებები, რომელიც "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით კეთდება, არის სასამართლოზე ზეწოლა.

"კარგად გვახსოვს იატაკზე დაყრილი, იარაღმიბჯენილი და შემდეგ ტყვიებდაშენილი ჟურნალისტები. ასე რომ, სანამ НТВ-ს შემთხვევას გაიხსენებთ, საკუთარ წარსულს დაუფიქრდით. მედიის თავისუფლების ზღვარი "რუსთავი 2"-ის საქმეზე არანაირად არ გადის. "რუსთავი2"-ის საქმე, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე. ბუნებრივია, ჩვენი გუნდი ისურვებდა, რომ სასამართლო პროცესი იმდაგვარად დასრულდეს, რომ საზოგადოებას კითხვები არ დარჩეს", - განაცხადა კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კობერიძის შეფასებით, ქართულ მედია-სივრცეში არის აბსოლუტურად პლურალისტური გარემო და "რუსთავი2"-ის საქმე მთლიანად საკუთრებასთან, ქონებრივ საკითხთან დაკავშირებული თემაა.

"პირადად მე ვფიქრობ, რომ მორალური თვალსაზრისით, ეს ტელევიზია დავით დვალის, ჯარჯი აქიმიძის და ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის საკუთრება უფროა, რადგან ძალიან კარგად ვიცი მთელი ისტორია", - აღნიშნა ლევან კობერიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."