ნუგზარ წიკლაური - პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება

ნუგზარ წიკლაური - პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება

პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის სიგნალი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი უპირობო ლიდერია. წიკლაურის განცხადებით, პარტია ინარჩუნებს მთავარ ღირებულებას, რომელიც ერთიანობასა და დემოკრატიულ ფასეულობებში გამოიხატება.

"პარტიის თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება, შესაბამისად, ეს არის მკაფიო სიგნალი ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" მიხეილ სააკაშვილი არის უპირობო ლიდერი. პოლიტსაბჭოს სხდომაში მონაწილეობდა 50 ადამიანი, ერთმა თავი შეიკავა. 25/24-ის წინააღმდეგ კი იყო საბოლოო შედეგი. ამ შედეგით გაიმარჯვა ალტერნატიულმა ვარიანტმა. ყრილობა იქნება მრავალრიცხოვანი, იმ წესებით, რომელზეც ადრეც ვსაუბრობდით. პარტია არის ერთიანი და სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომა დახურულ კარს მიღმა 3 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა, სადაც ერთ-ერთ განსახილველ საკითხად დაგეგმილი ყრილობის დელეგატების რაოდენობა იყო. პარტიის ყრილობა 20 იანვარს ჩატარდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."