ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილზე: "მის ადგილას რაიმე ნივთი რომ ყოფილიყო, ის ნივთიც ამდენ ხმას მიიღებდა არჩევნებზე"

ნიკა რურუა სალომე ზურაბიშვილზე: "მის ადგილას რაიმე ნივთი რომ ყოფილიყო, ის ნივთიც ამდენ ხმას მიიღებდა არჩევნებზე"

"სალომე ზურაბიშვილის ადგილას, რომ ყოფილიყო რაიმე ნივთი ის ნივთიც ამდენ ხმას მიიღებდა არჩევნებზე", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ განაცხადა.

მისი თქმით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სხვადასხვა უწყებები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რათა სახელისუფლებო კანდიდატს გაემარჯვა. რურუას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქვენის ეროვნული ინტერესების საპირისპირო განცხადებებს აკეთებს და მას მატყუარა პოლიტიკოსს უწოდებს.

"ადამიანი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე იყო ჩემი მთავარი ოპონენტი და რომელიც ვითომ დამოუკიდებელი იყო, საერთოდ არ აწარმოებდა კამპანიას, არ დადიოდა დებატებზე, ეჩხუბებოდა ჟურნალისტებს, არ ატარებდა კარდაკარს, რას აკეთებდა ღმერთმა უწყის. მას, სუსის, პოლიციის, გამგეობის, მერიის, ქუჩის ელემენტების დახმარებით მოუყვანეს იმდენი ამომრჩეველი, რომ მან ყველა უბანზე გარკვეული რაოდენობის ხმებით გაგვასწრო. სალომე ზურაბიშვილის ადგილას, რომ რაიმე ნივთი ყოფილიყო ის ნივთიც ამდენ ხმას მიიღებდა. ეს ქალბატონი არის პროფერსიონალი მატყუარა, ცრუპენტელა, რომელიც ამას ბევრჯერ დაამტკიცებს, ამჯერად პარლამენტში. ეს არის ქალბატონი, როელიც ბრალს დებდა საქართველოს, რომ ჩვენ დავბომბეთ წითელუბანი, როდესაც რუსეთი ბომბავდა საქართველოს, ეს არის ქალბატონი, რომელიც ამბობდა რომ 2008 წელს, ომი საქართველომ დაიწყო, ეს ის ქალბატონია, რომელიც საარჩევნო კამოპანიის დროს რუსეთისთბვის ოკუპანტის სტატუსის გაუქმებას მოითხოვდა. ჩემი აზრით, ეს ქალბატონი მოყვანილია იმისთვის, რომ ასეთი მოღალატობრივი განცხადებები ვითომ "ევროპულობის საფარის ქვეშ" გააკეთოს და ხალხი შეაჩვიოს აზრებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან კონფლიქტშია. " - განაცხადა ნიკა რურუამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."