ქართველმა ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა

ქართველმა ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელები კლუბისგან 3 თვის ხელფასის გადახდას ითხოვენ. როგორც კლუბის ფეხბურთელებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათ მხოლოდ სექტემბრის თვის ნახევარი ხელფასი აქვთ აღებული და შემდეგ ხელფასი არ აუღიათ.

იხილეთ სკანდალური პრესკონფერენცია

როგორც საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდის" ერთ-ერთი ფეხბურთელი გიგა ბეჭვაია დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნავს, ამ დავალიანების გამო შესაძლებელია კლუბმა ვერ გაიაროს ლიცენზირება, რის შედეგადაც მათ აეკრძალებათ პრო2-ში თამაში.

"კლუბს ჩვენს მიმართ 3 თვენახევრის დავალიანება აქვს. ამის შემდეგ გვქონდა ხელმძღვანელობასთან საუბარი. მივეცით დრო, რომ ეს თანხა გაესტუმრებინათ, რაზეც უარი მივიღეთ. ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა დგას, რადგან კლუბი ვერ გაივლის ლიცენზირებას, რის შემდეგაც მათ აეკრძალებათ პრო2-ში თამაში. ჩვენი თვითმიზანი არ არის ის, რომ ზუგდიდს არ ჰყავდეს გუნდი", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.

როგორც გიგა ბეჭვაიამ აღნიშნა, იყო შემოთავაზება, რომ ნახევარი თვის ხელფასი ჩაერიცხებოდათ დეკემბრის ბოლომდე, რაზეც მათ უარი თქვეს.

"უარი ვთქვით, რადგან ფაქტობრივად კაპიკი არ აგვიღია 3 თვის განმავლობაში. ეს არის ალბათ თანხა იმისთვის, რომ ფეხბურთელი დროებით გააჩერო", - განაცხადა გიგა ბეჭვაიამ.

მისივე თქმით, ფეხბურთელების მოთხოვნა იყო, რომ თვენახევრის ხელფასი მაინც მიეცათ დეკემბრის ბოლომდე და შემდეგ 2 თვის დავალიანებაზე კიდევ 2 თვეს ვადას აძლევდნენ, თუმცა ამაზე როგორც გიგა ბაჭვაიამ აღნიშნა კლუბისგან უარი მიიღეს.

ფეხბურთელების თქმით, არ იციან კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ ერიცხებათ მათ 3 თვის ხელფასი. როგორც ფეხბურთელები აღნიშნავენ, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კლუბში ფული არ არის, თუმცა გიგა ბეჭვაიას განცხადებით, 600 000 ლარი გარდამავალ ჩემპიონატში გუნდმა მიიღო, რომელიც არამიზნობრივად დაიხარჯა.

სახეცბურთო კლუბ ზუგდიდის ფეხბურთელების ინტერესებს იცავს პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა მუჯირი. როგორც მუჯირმა ღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მას მოლაპარაკება ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან. მუჯირის თქმით, ის შეხვდა ზუგდიდის მერს, რა დროსაც მერმა შესთავაზა, რომ დეკემბრის ბოლომდე ნახევარი თვის ხელფასს მიიღებდნენ ფეხბურთელები.

"შეთავაზება მივიღე, რომ დეკემბრის ბოლომდე დაიფარებოდა სექტემბრის ნახევარი ხელფასი და დანარჩენი გადანაწილდებოდა თებერვლის ბოლოს. დეკემბრის ხელფასის პატიება სთხოვა ფეხბურთელებს, ანუ ფეხბურთელები დეკემბრის ხელფასს ვერ აიღებდნენ", - განაცხადა ჯაბა მუჯირმა.

მისი თქმით, საქმის კურსშია ფეხბურთის ფედერაცია და ფეხბურთელების გვერდით დგას.

ჯაბა მუჯირმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზუგდიდის ფეხბურთელებს საცხოვრებელი პირობები ცუდი აქვთ. როგორც მან განაცხადა, ფეხბურთელებს დავალიანების გამო არ ჰქონდათ გაზი და ელექტროენერგია. მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ ფეხბურთელებს საჩუქრის სახით სოსისები გადასცა, ფეხბურთელმა კი სოსისები ჩააბარა, რათა გაზისა და ინტერნეტის გადასახადი გადაეხადა.

მანამდე ზუგდიდის ფეხბურთელმა გიგა იოსელიანმა sportall.ge-სთან განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ზუგდიდს" 4 დეკემბრამდე მისცა ვადა, რათა ფეხბურთელებთან ფინანსური პრობლემები მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი ლიცენზირებას ვერ გაივლის და მეორე ლიგაში დაქვეითდება.

დღის ფოტო - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების შესვენება

საქართველოში კორონავირუსისგან 23 ადამიანია გამოჯანმრთელებული

Covid-19 და შაქრიანი დიაბეტი - რა უნდა გავითვალისწინოთ პანდემიის დროს