როგორ იტანჯებიან ცხოველები იმისთვის, რომ ჩვენ კოსმეტიკური საშუალებებით ვისიამოვნოთ...

როგორ იტანჯებიან ცხოველები იმისთვის, რომ ჩვენ კოსმეტიკური საშუალებებით ვისიამოვნოთ...

ყველას ჩაგვსვლია თვალში შამპუნის წვეთი და კარგად ვიცით, რა ცუდი შეგრძნებაა ეს. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა, ვინმე თვალში მთელ ფლაკონ შამპუნს რომ გასხამდეთ, მისი ჩამობანა კი არც წყლით და არც ცრემლებით არ შეგეძლოთ...

სწორედ ეს ყოფა აქვთ საცდელ კურდღლებს ე.წ დრაიზის ტესტის დროს. რას გულისხმობს "დრაიზის ტესტი?" - ეს ტოქსიკურობის ტესტია, რომელიც 1944 წელს აშშ-ს ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შემოიღო. ტესტი ტოქსიკოლოგებმა ჯონ დრაიზმა და ჯეიკობ სპაინსმა შეიმუშავეს. ტესტი კოსმეტიკის ტესტირებისთვის გამოიყენება: საცდელ ცხოველს თვალში, ან კანზე სატესტო პროდუქტის სუბსტანციას უსვამენ და ტოვებენ გარკვეული დროით, რათა ნახონ, რა ეფექტი ექნება მას ცხოველზე. ტესტის დაწყების დღიდან, ცხოველს ორი კვირის განმავლობაში აკვირდებიან, იცვლება თუ არა კანის სტრუქტურა, იჩენს თუ რა თავს რაიმე უკუჩვენება, წითლდება თუ არა თვალი, კარგავს თუ არა მხედველობას და ა.შ. ტესტირება ძირითადად ალბინოს კურდღლებზე ტარდება, თუმცა სხვა ცხოველებსაც იყენებენ, მათ შორის ძაღლებს.

ზოგჯერ ტესტი იმით სრულდება, რომ თვალი მხედველობის უნარს კარგავს. კურდღლის თავი მყარადაა დამაგრებული და ცხოველებს ისიც კი არ შეუძლიათ, რომ თათით თვალი გაიწმინდონ, რომელსაც წასმული ქიმიკატი უწვავს. ტესტირების დასრულების შემდეგ ცხოველებს ევთანაზიას უტარებენ, თუ ცდის შედეგად მის თვალს ან კანს გამოუსწორებელი ზიანი ადგება. თუ ცხოველის ჯანმრთელობა დიდად არ დაზიანდა, მას ხელახალი ტესტირებისთვისაც იყენებენ.

თაგვებს, ზღვის გოჭებს, კურდღლებს, ძაღლებს, კატებს და მაიმუნებს, რომლებზეც კანის გაღიზიანების სამკურნალო მედიკამენტებს ტესტავენ, პარსავენ ბეწვს, აცლიან კანს და ჭრილობაზე საცდელ მედიკამენტს უსვამენ.

თაგვებს და ზღვის გოჭებს კუჭში ორალურად უსხამენ დიდი რაოდენობით სარეცხ თუ ჰიგიენურ საშუალებას, კოსმეტიკას ან სუბსტანციას და ელოდებიან, სანამ ცხოველების განსაზღვრული პროცენტი არ დაიღუპება.

იმ კომპანიათა რიცხვში, ვინც ცდებს ცხოველებზე ატარებს, არიან ისეთი კოსმეტიკური საშუალებების ბრენდები, როგორებიცაა: ლორეალი, ეივონი, ესტე ლაუდერი, რალფ ლორენი, გარნიე, მეიბელინი, პროქტერ & გემბლი, პანტენი, ჰედ ენდ შოლდერსი. ჰიგიენური საშუალებები: ტაიდი, არიელი, ფეირი, ოლვეისი, ტამპაქსი, ბლენდ ა მედი, ოლდ სპაისი, ჯონსონი და ჯონსონი, კრასნაია ლინია და მრავალი სხვა.

მომზადებულია za-uspehom.ru-ს მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ