ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებული ვარიანტი მიიღო, - ნათქვამია სოციალურ ქსელ "ტვიტერში" კომიტეტის ოფიციალურ გვერდზე.
ინიციატივას მხარი დაუჭირა კომიტეტის 39-მა წევრმა, 9 წევრი წინააღმდეგი წავიდა, 2-მა წევრმა კი თავი შეიკავა.
LIBE-ს კომიტეტის ინფორმაციით, შეჩერების მექანიზმს ევროპარლამენტის წევრები პლენარულ სესიაზე სავარაუდოდ, მომავალ კვირას უყრიან კენჭს.