"გამოძიება უნდა დაიწყოს" - სახალხო დამცველი სვანეთში გადაღებულ ფოტოზე

"გამოძიება უნდა დაიწყოს" - სახალხო დამცველი სვანეთში გადაღებულ ფოტოზე

თუკი იძულების ან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი და ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებული იმ ვიდეოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელშიც სვანური კოშკების ფონზე ტანსაცმლის გარეშე გადაღებული ფოტოს გამო, მამაკაცს ბოდიში მოახდევინეს.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული ვიდეო მას არ უნახავს.

"თუკი იძულების ან ზეწოლის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი და ამის დამადასტურებელი ვიდეოც არსებობს, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ", - განაცხადა ნანუაშვილმა.

კითხვაზე - საჭიროა თუ არა ამ ადამიანმა მიმართოს შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყების თხოვნით, სახალხო დამცველის თქმით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციაც კი კონკრეტული დანაშაულის შესახებ არის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სვანური კოშკები ფონზე გადაღებული შიშველი მამაკაცის ფოტო გავრცელდა. გუშინ კი "ფეისბუქზე" გამოჩნდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მამაკაცს, რომელიც სვანეთის ფონზე შიშველი პოზირებდა, ბოდიში მოახდევინეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ