"გვარიანად თუ არ შევრცხვებით, ძალიან ცუდად გამოვჩნდებით მაინც..." - რისთვის აკრიტიკებს IDFI-ის დირექტორი პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს

"გვარიანად თუ არ შევრცხვებით, ძალიან ცუდად გამოვჩნდებით მაინც..." - რისთვის აკრიტიკებს IDFI-ის დირექტორი პრეზიდენტსა და იუსტიციის მინისტრს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი გიორგი კლდიაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ღია მმართველობის პარტნიორობის" სამიტზე (OGP) საქართველოს დელეგაციის ვიზიტს ეხმაურება და საქართველოსთვის სამიტის შედეგების შესახებ წერს:

"OGP-ის წლიური სამიტიდან, რომელიც პარიზში გაიმართა 7-9 დეკემბერს, საქართველოს უზარმაზარი დელეგაცია (საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომელმაც 3 წუთიც ვერ ისაუბრა სამიტის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს წარმატებებზე OGP-ში), სამშობლოში დაბრუნდა. პირველად OGP-ის სამიტების ისტორიაში საქართველო, რომელიც არის პარტნიორობის თანა-თავმჯდომარე ქვეყანა, არც არანაირ ჯილდოზე იყო ნომინირებული და არც არანაირი პრიზი ჩამოუტანია.

OGP-ის თანა-თავმჯდომარე ჩვეულებრივ წევრ რიგით სახელწიფოდ გამოიყურება, მაშინ, როდესაც უნდა იყოს სამაგალითო სხვებისთვის. ჯერჯერობით ვერც ვერაფერში ბრწყინავს. საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობას OGP-ში, კვლავაც საზოგადოებრივ ცენტრების გახსნის პროექტზე და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე საუბრობს (2012 წლის ვალდებულებები, მას შემდეგ უკვე 2 სამოქმედო გეგმა დამტკიცდა). ესე თუ გაგრძელდა, კარგად გვარიანად თუ არ შევრცხვებით მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან ცუდად გამოვჩნდებით მაინც. აი ასეა საქმე" - წერს კლდიაშვილი.

ცნობისათვის, "პარტნიორობა ღია მმართველობის მეოთხე გლობალურ სამიტში" 70 ქვეყნის 3000 წარმომადგენელი მონაწილეობდა. სამდღიან ოფიციალურ ვიზიტში, საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით გაემგზავრა. დელეგაციაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებიდან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.

სამიტის მონაწილეებმა განიხილეს გამჭვირვალობის, ანტიკორუფციული და კლიმატის საკითხები და ასევე, მდგრადი განვითარების, ციფრული და სამოქალაქო ტექნოლოგიების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და ღია მმართველობის დანერგვის საკითხები.

2017 წლიდან საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და სამიტი მომავალ წელს თბილისში ჩატარდება.

"ერთი წელია ჩემთვის ყველაფერი სულერთია, რა სინდისით გძინავთ მშვიდად?!" - ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას დედა პროკურატურის გადაწყვეტილებაზე

მარტვილის კანიონის დირექტორი თამარ ივერს პასუხობს - "შემოსავლები ხმარდება კანიონის მოვლა-პატრონობას, მისი განვითარების ხარჯებს"

"საქართველოში დაისვენეთო... ეს დასვენება საკუთარი ხალხის გატყავებაში გამოიხატება?" - რას წერს თამარ ივერი მარტვილის კანიონზე არსებულ სიტუაციაზე