დიმიტრი ქუმსიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენთვის პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია სენსიტიურ თემაზე მუდმივი აპელირება

დიმიტრი ქუმსიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ - თქვენთვის პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია სენსიტიურ თემაზე მუდმივი აპელირება

თქვენთვის დღეს პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია სენსიტიურ თემაზე მუდმივი აპელირება, - ასე მიმართა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა უპასუხა პარტიის წევრების, ზურაბ ჭიაბერაშვილისა და რომან გოცირიძის განცხადებებს, რომლებმაც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებაზე ისაუბრეს.

ფინანსთა მინისტრი არ ეთანხმება არც ერთ მათგანს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აქვს ზეგავლენა ლარის გაუფასურებაზე.

ნახეთ ვიდეო| "ახლაც ტანში მაჟრიალებს. გეფიცებით, სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი..." - ქუმსიშვილის სენტიმენტალური მოგონება პარლამენტში

”მეტსაც გეტყვით, სახაზინო ოპერაციებით, წლის დასაწყისიდან 260 მილიონი ლარით მეტია ამოღებული ეკონომიკიდან. აქედან გამომდინარე, ამას არანაირად არ გავიზიარებ. რა თქმა უნდა, თქვენთვის დღეს პოლიტიკურად ძალიან მომგებიანია სენსტიურ თემაზე მუდმივი აპელირება, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თქვენს შორის არიან ადამიანები, ვისაც გააჩნია იმდენი ცოდნა, რომ რეალობას მიხვდეს და იცოდეს, რეალურად, რა მოქმედებს ვალუტის კურსზე, როგორ ითვლება და ასევე, შეაფასოს, რომ რეალურად მართლაც ყველაზე დიდი გამოწვევა ამ ქვეყანაში არის ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება დოლართან მიმართებაში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ, რომ ეს დამოკიდებულება დოლართან მიმართებაში შემცირდეს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."