"ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - რას ამბობს "შემცირებაში" მოყოლილი კობა ხაბაზი "ნაციონალებზე"

"ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - რას ამბობს "შემცირებაში" მოყოლილი კობა ხაბაზი "ნაციონალებზე"

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი უძველესი წევრი ვარ და ჩემი ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია" - ამის შესახებ პარტიის წევრმა კობა ხაბაზმა "ინტერპრესნიუსს" პარტიის მმართველი გუნდის მიერ მისი შემცირებაში მოყოლის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ხაბაზი თავს იკავებს კომენტირებისგან, უკავშირდება თუ არა მისი შემცირებაში მოყოლა განსხვავებულ პოზიციას "ნაციონალური მოძრაობის" მრავალათასიან ყრილობასთან დაკავშირებით.

"ნამდვილად არ მინდა ვისაუბრო ჩემ შესახებ. ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ საკითხს. ეს არ იყო ფინანსები, რომელსაც ვიყენებდი ჩემთვის. ეს იყო ხელფასი, რომელსაც სრულად ვხარჯავდი "თავისუფალ ზონაში" და ვცდილობდი, რომ იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც იყვნენ "თავისუფალ ზონაში", მცირეოდენი მხარდაჭერა და თანადგომა გამეწია", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

რაც შეეხება შემცირებაში მოყოლილ სხვა პირებს, კობა ხაბაზის თქმით, ისინი თოვლში, წვიმაში, ქარში, დღე, ღამე, ყოველთვის მუშაობდნენ და ჩართული იყვნენ სრულად პარტიულ საქმიანობაში, როგორც არჩევნების დროს, ისე მანამდე და შემდეგ.

წაიკითხეთ: ჩიორა თაქთაქიშვილის სკანდალური ინფორმაცია - რომელი "ნაციონალები" "მოყვნენ შემცირებაში"

"ძალიან არ მსურს ისე ვისაუბრო, თითქოს ხელფასის, ან სამსახურიდან გათავისუფლების გამო პრეტენზიები მქონდეს. ბუნებრივია, პარტიაში არის ფინანსური პრობლემები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ასე არ უნდა წყდებოდეს. ვფიქრობ, გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და შემდეგ, სოლიდარობის პრინციპით ხდებოდეს მისი მოგვარება - ვიღაც ხელფასს დაიკლებს, ვიღაც სხვა რამეს და ა.შ. "ნაციონალური მოძრაობა" და გუნდი აგებულია არა ხელფასზე და სამსახურზე, არამედ ქვეყნის სიყვარულზე", - აღნიშნა ხაბაზმა.

რაც შეეხება პარტიის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კობა ხაბაზს გიგა ბოკერიამ "საქმე გაურჩია", ხაბაზის თქმით, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და საქმე უბრალოდ პრინციპულ აზრთა სხვადასხვაობას ეხებოდა.

"ეს ინციდენტი არ არის, აქ არის საუბარი განსხვავებულ შეხედულებებსა და პარტიულ მომავალზე. საკმაოდ პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს. ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ინციდენტი თანამებრძოლებთან არასოდეს მქონია. რაც შეეხება "თავისუფალ ზონას", ის გადავიდა ახალ ეტაპზე, კიდევ უფრო გაიზარდა და სტრუქტურულად ახალი ფორმებით ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას. მე ამ პარტიის ერთ-ერთი უძველესი წევრი ვარ და ჩემი ცხოვრება ამ პარტიის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ვფიქრობ, "ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი ძალა, რომლსაც შეუძლია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის დაბრუნება განვითარების გზაზე", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

პარტიის წევრ სერგო რატიანის განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 20 წევრი პარტიიდან დაფინანსების შემცირების გამო გაათავისუფლა, თუმცა ჩიორა თაქთაქიშვილი აღნიშნულს ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით მათ განსხვავებულ პოზიციას უკავშირებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."