პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით "თავისუფალ დემოკრატებსა" და დაკავებულთა ადვოკატებს შეხვდა

პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით "თავისუფალ დემოკრატებსა" და დაკავებულთა ადვოკატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით "თავისუფალ დემოკრატებსა" და დაკავებულთა ადვოკატებს შეხვდა. ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, შეხვედრას "თავისუფალი დემოკრატების" წევრები - ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე და ადვოკატი სოსო ბარათაშვილი ესწრებოდნენ.

სოსო ბარათაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რომ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა.

"პრეზიდენტს აინტერესებდა ამ საქმის გარკვეული დეტალები, შეკითხვები ჰქონდა, რომელსაც გავეცი პასუხი. ეს იყო ჩვენი შეხვედრის აზრი. ვინაიდან საქმე არის უაღრესად გახმაურებული, მოგეხსენებათ, სახალხო დამცველის დასკვნა არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით, ასევე, არის არაერთი საჯარო განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების და იურიდიული წრეების წარმომადგენლების. როგორც ჩანს, აქედან გამომდინარე პრეზიდენტს აინტერესებდა ამ საქმის გარკვეული დეტალები", - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა. მისივე ინფორმაციით, შეხვედრაზე "კაბელების საქმეზე" დაკავებულთა შეწყალებაზე საუბარი არ ყოფილა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არაოფიციალური შეხვედრა დუშეთში გაიმართა, თუმცა დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."