სოხუმის ცენტრში რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

სოხუმის ცენტრში რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

სოხუმში აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკისა და დეფაქტო ხელისუფლების მომხრეთა მიტინგი მიმდინარეობს.

ოპოზიცია მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს. ოპოზიციური პარტია "ამცახარას" წევრის, მიზან ზიხბას განცხადებით, ხაჯიმბას გადადგომამდე არ დაიშლებიან. "ვიდრე ხაჯიმბა არ გადადგება, მოედანს არავინ დატოვებს. მთავარი მიზანია ხალხის ერთიანობა, ხოლო იმისთვის, რომ საზოგადოება არ დაიყოს, საჭიროა პრეზიდენტის პოსტიდან რაულ ხაჯიმბას გადადგომა", - განაცხადა ზიხბამ.

შეკრებილები სკანდირებენ "რაულ, გადადექი!". ამ დროისთვის ოპოზიციური ბლოკის რამდენიმე წარმომადგენელი რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებზე იმყოფება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."