ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას - "თუ ვერ ქაჩავთ, თქვით, რომ ვერ ქაჩავთ და გულწრფელად დაგეხმარებით"

ალეკო ელისაშვილი დავით ნარმანიას - "თუ ვერ ქაჩავთ, თქვით, რომ ვერ ქაჩავთ და გულწრფელად დაგეხმარებით"

როდესაც ზუგდიდელი კაცი აგირჩიეს მერად, მიხაროდა, რადგან მეგონა, მეტი ამბიცია და მოტივაცია გექნებოდათ, რომ უფრო მაგარი ხნული გაგევლოთ და უკან მოსახედი გქონოდათ, - ასე მიმართა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ქალაქის მერს, დავით ნარმანიას საკრებულოს სხდომაზე, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

ელისაშვილის თქმით, მას სურს, რომ ქალაქის მერმა აიღოს მეტი პასუხისმგებლობა და იყოს რიგ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები პირი და არ მოხდეს დავით ნარმანიას მიერ პასუხისმგებლობის არიდება.

"პრობლემების რანჟირება ქალაქში, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, მასე არ არის. ერთ-ერთი, რაზეც ყველანი ვწუწუნებთ, არის ქალაქის ესთეტიური მხარე. ყველა ვამბობთ, რომ ქალაქი მახინჯდება. მაგალითად, საკრებულოს შენობის უკან მშენებლობა მიდის სასტუმროსი. პუშკინის სკვერში თუ დამდგარხართ და გამოგიხედიათ, უხერხულად არ გიგრძვნიათ თავი?! იგრძენით ხომ?! თუ უხერხულად იგრძენით, თქვენ შეგეძლოთ გაგეუქმებინათ მშენებლობის ნებართვა, არის ასეთი წესი, თუ ისტორიულ ხედს არღვევს ის სიმახინჯე. ხვდებით ხომ, რაზე გეუბნებით?! მე მაქვს საუბარი გადაწყვეტილების მიღებაზე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ქალაქის მერის პოზიცია, რომ თავიდან აირიდოს "სითი პარკის" საკითხი და ამაზე მსჯელობა გადააბაროს საკრებულოს, მისთვის მიუღებელია. "სითი პარკის" საკითხი გადმოგვიგდეთ გარინჩას პასივით საკრებულოს. რაზე უნდა ვიმსჯელოთ, რომ ცუდია "სითი პარკი"? ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. თუმცა ქალაქის მერი თქვენ ბრძანდებით. მაგრამ როგორც ჩანს, თქვენ ან გადადექით, ან გვიმალავთ და საკუთარ თავს ემალებით. თუ ვერ ქაჩავთ, თქვით, რომ ვერ ქაჩავთ და გულწრფელად დაგეხმარებით", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."