რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები საზღვარგარეთ

რას ყიდულობდნენ ყველაზე ხშირად საბჭოთა კავშირის მოქალაქეები საზღვარგარეთ

ჯინსები

საბჭოთა მოქალაქისთვის ჯინსების ყიდვა არალეგალური იყო. თუმცა საზღვარზე მაინც ახერხებდნენ გადმოტანას და შემდეგ საკმაოდ ძვირ ფასადაც ყიდდნენ. 1978 წელს საბჭოთა კავშირის სამთო-სათხილამურო სპორტის ნაკრების მწვრთნელი ლეონიდ ტიაგაჩევი ცდილობდა იმ დროისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობის, 120 ჯინსი გადაეტანა საზღვარზე. მის წინააღმდეგ სარჩელი აღიძრა, მაგრამ სასამართლომდე საქმე აღარ მისულა.

"ადიდასი"

საბჭოთა კავშირში ყველაზე ცნობილი სპორტული მარკა "ადიდასი" გახლდათ, "ადიდასით" სტუმრად და თეატრშიც კი დადიოდა ხალხი.

საღეჭი რეზინი

უცხოური წარმოების საღეჭი რეზინი ბავშვებსა და მოზრდილებშიც საკულტო საგანი იყო. "სტიმოროლი" და "ტურბო" დასავლეთ ევროპიდან შემოდიოდა, პოლინეთიდან და ჩეხეთიდან.

საათები

როდესაც არ არსებობდა მობილური ტელეფონები და პლანშეტები, საბჭოთა ბავშვებისთვის ყველაზე დიდი ტექნიკური მიღწევა "კასიოს" საათი იყო, რომელსაც კალკულატორიც ჰქონდა დატანებული. მათი ფასი საშუალო ხელფასის ნახევარს უდრიდა.

მუსიკალური ფირფიტები

მელომანები იხსენებენ, რომ "ბითლზის" ფირფიტის შესაძენად ძვირფასი ნივთების გაყიდვა უხდებოდათ.

ვიდეომაგნიტოფონი

თავიდან საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონები 1200 რუბლი ღირდა, იაპონური "პანასონიკის" წარმოების კი 3000 – 5000 რუბლამდე ადიოდა. ამასთან, ვიდეოს გარდა, კასეტებიც ცალკე საშოვნი იყო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსგავს ტექნიკაში მანქანა და ბინაც კი გაუცვლიათ.

ავტომობილი

70-იანი წლების ბოლოს უცხოური წარმოების მანქანები აქტიურად შემოვიდა საბჭოთა კავშირში. მათი იმპორტიორები უმეტესად ხელოვანი ადამიანები და მეზღვაურები იყვნენ.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

სამყარო ადამიანებს ახალი მისიისთვის ამზადებს - რა დავალება ექნება ზოდიაქოს ყველა ნიშანს მომდევნო წელიწად-ნახევარი?

კურიოზი პირდაპირ ეთერში - ABC-ის ჟურნალისტი გადაცემაში პიჯაკით და უშარვლოდ ჩაერთო

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?