საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორს და ფაქტობრივ მმართველს პატიმრობა შეეფარდათ

საფინანსო კომპანია "საქართველოს" დირექტორს, თამაზ ლობჟანიძეს და ფაქტობრივ მმართველ მერაბ ფერაძის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პატიმრობის გადაწყვეტილების არგუმენტად მიმალვის და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე დაასახელა.

მოსამართლის გადაწყვეტილებას დაზარალებული მეანაბრეები ტაშით შეხვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მათი მთავარი მოთხოვნაა, მიყენებული ზარალი აუნაზღაურდეთ.

წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 30 იანვარს, 15:00 საათზე გაიმართება.

საფინანსო კომპანია "საქართველოს" საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი ორივე ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ