"მანქანიდან გადმოათრიეს და დაუწყეს ცემა" - მაკა რაზმაძის ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი გასვიანს მთვრალი პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

"მანქანიდან გადმოათრიეს და დაუწყეს ცემა" - მაკა რაზმაძის ინფორმაციით, ჟურნალისტ გიორგი გასვიანს მთვრალი პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტების" წამყვანის მაკა რაზმძის ინფორმაციით, სამართალდამცველები ჟურნალიტ გიორგი გასვიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც რაზმაძე

"ფეისბუქზე" წერს, შემთხვევა ბორჯომში იმ დროს მოხდა, როდესაც გასვიანი სემინარზე მიდიოდა.

"პოლიცია ისევ სახეს კარგავს როგორც ჩანს!! გიორგი გასვიანი დღეს ბორჯომში სემინარზე წავიდა. გზაში მანქანა მოუცურდა და გზაზე გაჩერდა. პოლიციელებმა დაინახეს და მივარდნენ, გადმოათრიეს მანქანიდან, მიადეს შუბლზე იარაღი და დაუწყეს ცემა....ამას ასე არ დავტოვებთ!  აუცილებლად უნდა ვთქვა ისიც,რომ გიორგი იყო ფხიზელი და პოლიციელები კი მთვრალები და თან არა პოლიციის მანქანით!!", - წერს რაზმაძე.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

"ფრთხილად იყავით! ეს წუთია გამოყენებული მაშხალა აგვიფეთქდა სახლში, გადავრჩით" - რას წერს ბადრი ნაჭყებია "ფეისბუქზე"?

"ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს

"პოლიციელებისთვის უთქვამს, ახალი წლის არ მჯერაო " - რა სურვილი აუსრულეს სამართალდამცველებმა 15 წლის გიორგის?