დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებზე გაასაღეს ყალბი 16 700 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად, ამოღებულია ყალბი აშშ დოლარის კუპიურები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ