ადვოკატები სასამართლოს დღეს "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულის გათავისუფლებას უშუამდგომლებს, ვინაიდან მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.
როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ადვოკატები სასამართლოს მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაციასაც წარუდგენენ და ამის საფუძველზე იშუამდგომლებენ, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, არასაპატიმრო ღონისძიებით შეეცვალოს.
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი კვლავ სამოქალაქო საავადმყოფოში რჩება. მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოში გასულ კვირას გადაიყვანეს.