სუროგატმა დედამ ბიოლოგიური დედისთვის ბავშვის მიცემაზე უარი თქვა...

სუროგატმა დედამ ბიოლოგიური დედისთვის ბავშვის მიცემაზე უარი თქვა...

წყვილი უშედეგოდ ცდილობდა ბავშვის გაჩენას. მიმართეს კლინიკას, რომელიც სუროგაციით იყო დაკავებული. მათ შეურჩიეს სუროგატი დედა იანა, რომელიც უნდა ყოფილიყო სუროგატი დედა, ცხოვრობს სანკტ-პეტერბურგში, გათხოვილია და ჰყავს 2 შვილი. არინამ და სერგეიმ შეიტანეს თანხა და მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას. თვითონ იანას არ შეხვედრიან.

დათქმულ დროს იანას ჩაუტარდა პროცედურა და იგი დაფეხმძიმდა. აღმოჩნდა, რომ ერთის მაგივრად 2 უნდა გაეჩინა. კლინიკის თანამშრომლები ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობდა. იანას სურვილით მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე წყვილი კლინიკაში მოიწვიეს მასთან შესახვედრად.

ქალმა როგორც კი გაიგო, რომ ტყუპი უნდა გაეჩინა, ცდილობდა გაეგო ბიოლოგიური მშობლების კოორდინატები. ის მოითხოვდა თანხის დამატებას მეორე ბავშვზე. შეთანხმების თანახმად, ტყუპის შემთხვევაში მას უნდა მიეღო კომპენსაცია, მაგრამ შეთავაზებული თანხა ეცოტავა. იანამ მეორე ბავშვზე 50%-ის დამატება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ბავშვის თავისთან დატოვებით დაიმუქრა. წყვილმა დაუჯერა იურისტებს და არ შეასრულა სუროგატი დედის მოთხოვნა, რის შემდეგაც იანამ მისამართი შეიცვალა და საერთოდ გაქრა. იგი არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და ექიმთანაც აღარ დადიოდა. კლინიკის თანამშრომლები მომავალ მშობლებს ეუბნებოდნენ, რომ ვერ მიაგნეს იანას ადგილსამყოფელს.

განაგრძეთ კითხვა

როგორ გამოიყურება პანდემიის გამო ჩაკეტილი გუდაური - "მთის კურორტები არის გადასარჩენი, ეს ყველას გვეხება!"

ცხოვრება ჯუნგლებში და პარალელური სამყარო, სადაც ადამიანებს დღე-ღამეში 2 საათი სძინავთ - ყველაფერი დედამიწის ყველაზე უცნაურ მცხოვრებლებზე

როგორ აღმოაჩინეს პირველი და ერთადერთი თიხის მუმია სხვის სარკოფაგში - კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, რომ რაღაც წესრიგში არ იყო