ვის შეეხება რეორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროში - ლევან იზორიას განმარტება

ვის შეეხება რეორგანიზაცია თავდაცვის სამინისტროში - ლევან იზორიას განმარტება

რეორგანიზაცია რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დასრულდება, რათა თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა რეორგანიზაცია და ოპტიმიზაცია არა შეიარაღებულ ძალებს, არამედ სამოქალაქო პერსონალს ეხება.

"რეორგანიზაცია რაც შეიძლება მოკლე პერიოდში დასრულდება, რათა თითოეულ თანამშრომელს ჰქონდეს სტაბილურობის განცდა. რეორგანიზაცია არ ეხება შეიარაღებულ ძალებს. ეს ეხება სამოქალაქო პერსონალს. მაგალითად: როდესაც არის 3 მანქანა და 10 მძღოლი, ბუნებრვია აქ თავისთავად ოპტიმიზაციის აუციელბლობა ჩნდება. როდესაც არის ცალკეული სტრუქტურული ერთეული, რომლის ფუნქციაც გაუქმდა, მაგრამ არსებობდა 50-მდე შტატი, ესეც ბადებს კითხვებს, რამდენად კარგი იყო ასეთი შტატების არსებობა. ასე, რომ ყველაფერი ხდება რაციონალურად და თანაზომიერების პრინციპის დაცვით", - განაცხადა ლევან იზორიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."