დავით ბაქრაძე თანაგუნდელებს 20 იანვარს დანიშნული ყრილობის გადადებას სთავაზობს

დავით ბაქრაძე თანაგუნდელებს 20 იანვარს დანიშნული ყრილობის გადადებას სთავაზობს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე თანაგუნდელებს 20 იანვარს დანიშნული ყრილობის გადადებას სთავაზობს, - ამის შესახებ დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხს ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დააყენებს.

"ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე დავაყენებ ამ საკითხს,რომ გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება, ამხელა ემოციებს იწვევს. გადავდოთ, დავსხდეთ, დავწყნარდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი და ერთიანობა შევინარჩუნოთ", - განაცხადა ბაქრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."