24 დეკემბერს, ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე მამა გიორგი ცნობილაძე მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ქვედა კიდურების ჭრლიობებით გადაიყვანეს. ბოლო ინფრმაციით მისი მდგომარეობა სტაბილურია. "პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად განაგრძობს მკურნალობას მულტიპროფილურ განყოფილებაში" - განაცხადეს "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრესსამსახურში. ჟურნალ "კარიბჭის" არქივში იძებნება ინტერვიუ მამა გიორგისთან, რომელშიც საკუთარ ცხოვერბაზე ყვება, გთავაზობთ ინტერვიუს:
"მადლიერი ვარ უფლისა განსაცდელისთვისაც და ნუგეშისცემისთვისაც, რაც მისი ხელიდან მიმიღია"
"ადამიანის სულთან მიახლება საფრთხილოა - შეიძლება, არასწორი დარიგება მისცე და ნაცვლად იმისა, მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანო და ღვთის ხელში დააბრუნო, სულმთლად დააშორო ეკლესიას და დაღუპო. ყოველი კაცი ინდივიდუალურია თავისი სულიერი მდგომარეობით, სულიერი ყოფიერებით. ერთადერთი, რაც სულიერად გვაერთიანებს, არის უფალი - სამყაროს ცენტრი. მისგან დაშორებული ადამიანებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ბოროტი ძალა ყველას სხვადასხვაგვარად უტევს, ამიტომ ყოველ მათგანს სხვადასხვაგვარად უნდა მიუდგე. საკუთარი შვილების პრობლემებზე არ მიფიქრია იმდენი, რამდენიც სულიერი შვილებისაზე. სულ ის არის ჩემი საზრუნავი, როგორ გამოვიყვანო ადამიანი რთული მდგომარეობიდან, ეკლესიაში ახალმოსულს როგორ მივაწოდო სარწმუნოება, როგორ დავანახვო ჭეშმარიტება და მის აუცილებლობაში დავარწმუნო", - გვეუბნება ვერის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ცნობილაძე.
მამა გიორგის 20 წელზე მეტი ხნის სამღვდელო მოღვაწეობის გამოცდილება აქვს. მისი აზრით, ჭეშმარიტი მორწმუნეობა და მღვდელმსახურება განუყოფელია ჭეშმარიტი მამულიშვილობისგან. ამის მაგალითს მამა გიორგი, პირველ რიგში, თვითონ იძლევა. მას ღრმად აქვს გათავისებული ჩვენი ერის, ჩვენი საზოგადოების ყველა სატკივარი; მიაჩნია, რომ სულიერი მოძღვარი საკუთარ თავს არ უნდა ეკუთვნოდეს, არამედ ღვთისა და ხალხის სამსახურისთვის უნდა გადადოს თავი. განაგრძეთ კითხვა