აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და კიდევ რამდენიმე წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და კიდევ რამდენიმე წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აზერ სულეიმანოვის ინფორმაციით, მან და "ნაციონალური მოძრაობის" კიდევ რამდენიმე წევრმა პარტია დატოვა.

როგორც სულეიმანოვმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბლოკში მყოფ პარტია "ევროპულ საქართველოს" შეუერთდნენ.

სულეიმანოვის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის შიდა დაპირისპირებასთან. სულეიმანოვი არ აკონკრეტებს, თუ ვინ დატოვა მის გარდა "ნაციონალური მოძრაობა".

"აღარც პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და აღარც პარტიის. ახალი პარტიაა და მისი წევრი გავხდი. ეს არ მომხდარა პოლიტიკური მიზნების გამო. ეს არის ჩვენი შიდაპარტიული ინტერესები. ეს არ მომხდარა რაიმე დაპირისპირების გამო. ჩემი ნებით მოხდა ყველაფერი. მარტო მე არ ვარ ასეთი, კიდევ რამდენიმე კაცია", - განაცხადა სულეიმანოვმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსი" "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს და პოლიტსაბჭოს წევრ პეტრე ცისკარიშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, ეს ტექნიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც პარლამენტში ორი ფრაქციის შესაქმნელად იყო საჭირო.

"ჩვენი პარტია პარლამენტში კოალიციურად შევიდა - "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა". სულეიმანოვი ერთიდან გადავიდა მეორეში, რომ პარლამენტის შიგნით ფრაქციები შესაბამისად დაკომპლექტებულიყო. აქედან გამომდინარე, ვინაიდან გადავიდა მეორე პარტიაში, ავტომატურად ამოვარდა პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."