საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 175 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც 175 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შეწყალებულთანგან 122 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 53 -ს კი სასჯელი შეუმცრდა.

ქორიძის განცხადებით, შეწყალებულებს შორის არის 14 ქალია, აქედან 12 დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 2-ს კი სასჯელი შეუმცირდა.

როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალების კომისიამ 13 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 1142 პირის საქმე განიხილა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."