ახალ, 2017 წლამდე მხოლოდ რამდენიმე დღე დარჩა, ყველა ვემზადებით, ველოდებით კიდევ ერთ 12 თვეს, რომელიც ყოველთვის გვგონია, რომ უკეთესი, პოზიტიური და წარმატებული იქნება. როგორც წესი, ჩვენი წარმატება და კეთილდღეობა, სახელმწიფოზეა დამოკიდებული, ამიტომ საინტერესოა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორი იქნება 2017 წელი?!
საშინაო, საგარეო, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა სახელმწიფოში ძირითად ამინდს ქმნის, ამიტომ ჩვენს მკითხველს ანალიტიკოსების პროგნოზებს გავაცნობთ, რომელიც მომავალი წლის განჭვრეტაში დაგვეხმარება.
წელს, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ურთულესი პრობლემა ვალუტის გაცვლითი კურსი აღმოჩნდა, რომელმაც მოსახლეობას როგორც კრედიტები, ისე ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქცია გაუძვირა.
ხელისუფლებამ კრიზისიდან გამოყვანის გეგმა შემოგვთავაზა, რომელიც ლარიზაციას, ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდას, ონლაინ-კრედიტების მოდიფიკაციასა და სხვა ცვლილებებს გულისხმობს, თუმცა, პოლიტოლოგისა და ეკონომისტის, გია ხუხაშვილის თქმით, დაგეგმილი პროცესები გამოწვევებს ვერ პასუხობს, შესაბამისად, ძირითადი პრობლემების მომავალ წელს აღმოფხვრის ნაკლებად სჯერა: წაიკითხეთ გაგრძელება