პარლამენტარები და ჩინოვნიკები, რომლებიც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებენ

პარლამენტარები და ჩინოვნიკები, რომლებიც მეორე ნახევარს ჯერ კიდევ ეძებენ

ქართველი წარმატებული და უცოლო მამაკაცებისადმი ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა ცნობილი გოგონებისგან განსხვავებით, მათი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ თითქმის არასდროს არაფერია ცნობილი.

Ambebi.ge იმ ქართველი პოლიტიკოსებითა და ჩინოვნიკებით დაინტერესდა, რომლებსაც დაოჯახება ამ დრომდე არ გადაუწყვეტიათ.

ლევან გოგიჩაიშვილი

პარლამენტარი ლევან გოგიჩაიშვილი წლებია სასურველ სასიძოდ ითვლება, თუმცა როგორც ჩანს დაოჯახებას ჯერჯერობით არ აპირებს. ლევანს საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდიდან იცნობს, როცა ის "ნაციონალურ მოძრაობას" ღიად დაუპირისპირდა. გოგიჩაიშვილი გარეგნობის წყალობით სკოლის ასაკიდან პოპულარობით სარგებლობდა თბილისელ გოგონებში. თუმცა, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, არცერთი ისტორია არ გახმაურებულა.

ლევან გოგიჩაიშვილი 35 წლისაა,  დაამთავრა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის იურისპრუდენციის მაგისტრი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

გიორგი ალადაშვილი

30 წლის გიორგი ალადაშვილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორია. გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. ასევე განათლება მიიღო აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში. ალადაშვილი დასაოჯახებელია და არც შეყვარებული არ ჰყავს.

გიორგი ბადაშვილი

ამ დრომდე უცოლო მამაკაცის სტატუსს ინარჩუნებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გიორგი ბადაშვილი. ახალგაზრდა ასაკში მან უკვე მოასწრო რამდენიმე საპასუხისმგებლო პოსტზე მუშაობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავარ პროკურატურაში. იგი საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი გახლდათ.

35 წლის ბადაშვილი პროფესიით იურისტია, დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჯაბა ჯიშკარიანი

ახალგაზრდა პოლიტიკოსი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი 30 წლისაა. თბილისელ გოგონებში პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ოჯახის შექმნაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. ჯიშკარიანი პირად ცხოვრებაზე საუბარს ყოველთვის თავს არიდებს. წლების წინ, თბილისში აქტიურად ჭორაობდნენ იმის შესახებ, რომ ჯაბა ნანა კაკაბაძის ქალიშვილზე იყო შეყვარებული, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გასულ ზაფხულს ცნობილი გახდა მისი და ხატია შამუგიას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მაგრამ მათმა რომანმა მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლო და წყვილი დაშორდა. ჯაბა პროფესიით ფინანსისტია, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ცოტნე ზურაბიანი

ცოტნე ზურაბიანის სახელი და გვარი საზოგადოებისთვის ცნობილი 2011 წელს გახდა, როდესაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ფრთას ჩაუდგა სათავეში. 32 წლის ზურაბიანი წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატია "ქართული ოცნებიდან". მანამდე ის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ახალგაზრდა პარლამენტარი პროფესიით დიპლომატია, სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სწავლა საზღვარგარეთ განაგრძო - სწავლობდა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ევროპათმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

შალვა ხუციშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი 36 წლის არის. ხუციშვილი სოფელ მირზაანში დაიბადა. პროფესიით იურისტია, სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნის სპეციალობით. მოგვიანებით ჩააბარა, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე და დაასრულა შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სამაგისტრო პროგრამა; უცნობია, დაკავებულია თუ არა სასურველი სასიძოს გული, თუმცა ცნობილია, რომ ჯერ დაოჯახებას არ გეგმავს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."