ომის ნამსხვრევებში მოყოლილი ჟურნალისტები

ომის ნამსხვრევებში მოყოლილი ჟურნალისტები

ეგვიპტეში, "ამბოხისკენ მოწოდების" ბრალდებით, "ალ-ჯაზირას" პროდიუსერი მაჰმუდ ჰუსეინი დააკავეს. ეგვიპტის შს სამინისტროს ინფორმაციით, - იგი 23 დეკემბერს, ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით აიყვანეს. თუმცა, ტელეკომპანია "ალ-ჯაზირა" ჰუსეინის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მათივე თქმით, პროდიუსერის დაკავება, ეგვიპტეში ყატარის მიერ "ალ-ჯაზირას" ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის გაგრძელებაა და მათი მუშაობის პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს...

ბოლო დროს, ეგვიპტის მთავრობამ რამდენჯერმე მწვავედ გააკრიტიკა მედია-კომპანიები, მათ შორის კონკრეტულად "ალ-ჯაზირა" და აღნიშნა, 2011 წელს, "არაბული გაზაფხულის მოვლენებსა" და პრეზიდენტი მოჰამედ მორსის ჩამოგდებაში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით, რადგან მათივე თქმით, იმ პროცესებს მიკერძოებულად აშუქებდნენ...

ზოგადად, ბოლო წლებში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე ხანგრძლივი ომებით გამოირჩევა, პროფესიული მოვალეობას ასობით ჟურნალისტი შეეწირა... კიდევ რამდენიმე ასეული კი, ამ დრომდე ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ განაგრძობს მუშაობას. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, სირიასა და ავღანეთში, თუმცა, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ეს სახელმწიფო დაწინაურდა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" 2016 წელი შეაჯამა და გარკვია, რომ მიმდინარე წელს პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, 74 ჟურნალისტი მოკლეს, - 348 კი დააკავეს. მათგან ზოგი გაშუქების დროს დაიღუპა, უმეტესობა კი, წინასწარ განზრახული ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ავღანეთში მომუშავე ადგილობრივი ჟურნალისტი, ნაჯიბულა ქურაიში, ერთ-ერთია იმათგან, ვინც თალიბებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წნეხს ვერ გაუძლო და ამჟამად ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთს აფარებს თავს. მან არაერთი სიუჟეტი მოამზადა ავღანეთის პროვინცია ბაჩა-ბაზიზე, სადაც შეძლებული ავღანელები და გავლენიანი სამხედროები, ღარიბი ოჯახებისგან პატარა ბიჭებს საყვარლებად ყიდულობდნენ. ზოგჯერ იტაცებდნენ კიდეც... მაშინ ეს სიუჟეტი რამდენიმე მსოფლიოს წამყვანი მედიით გაშუქდა და საერთაშორისო საზოგადოება შეძრა... ნაჯიბულა ქურაიშზე ავღანელმა მაღალჩინოსნებმა და თალიბებმა ნადირობა გამოაცხადეს.

გასული, 2015 წელი ჟურნალისტებისთვის გაცილებით მძიმე იყო, წელს ჟურნალისტებმა გამოსავალი იპოვეს და საშიში ქვეყნები დროულად დატოვეს. "საუბარია, სირიაზე, ერაყზე, ავღანეთზე, ლიბიაზე, იემენსა და ბურუნდზე. მათი წასვლით, ჩამოთვლილ ქვეყნებში საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა," - აცხადებს ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე", რომლის თქმითაც, დაღუპული ჟურნალისტების რაოდენობის შემცირება კიდევ ერთმა ფაქტორმა განაპირობა, - კონკრეტულ ქვეყნებში ცენზურა გამკაცრდა. ჟურნალისტები, გამბედაობის მიუხედავად, თავს იზღვევენ და თვითცენზურას იწესებენ. ამის მაგალითია მექსიკა, სადაც 2016 წლს 9 ჟურნალისტი მოკლეს...

ამ მხრივ მოწინავე რიგებშია რუსეთიც, სადაც მედიის წარმომადგენლებსადა ბლოგერებს თავისუფალი მუშაობის უფლებას სხვადასხვა მეთოდებით უზღუდავენ. არაერთ შემთხვევებში, მათი ლიკვიდაციის ბრძანებაც გაიცემოდა. რამდენიმე წლის წინ, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობას მთელი მსოფლიო გამოეხმაურა...

2016 წელს, გასულ წლებთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა დაკავებული, გატაცებული და უგზო-უკვლოდ დაკარგული ჟურნალისტების რაოდენობა. ამ მხრივ პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც დაკავებული ჟურნალისტების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა. ივლისის წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, რეიდები მედიაგამოცემების დასაშინებლად, გრძელდება.

თურქეთის შემდეგ, თავისუფლება წაართვეს ჩინეთში მომუშავე ჟურნალისტებს წაართვეს, მათ მოსდევთ, ირანი და ეგვიპტე... სირიასა და ერაყში, ბოლო მონაცემებით, "ისლამურ სახელმწიფოს" წევრებს, 21 ჟურნალისტი ჰყავთ გატაცებული.

ორგანიზაცია მოუწოდებს გაეროს, გენერალური მდივნის დაქვემდებარებაში შეიქმნას "სპეციალური წარმომადგენელი ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის", რომელიც ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და დაუსჯელობაზე იმუშავებს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო