რა პასუხი მიიღეს თურქული კლინიკისგან ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით - იაშვილის კლინიკა ახალ განცხადებას ავრცელებს

რა პასუხი მიიღეს თურქული კლინიკისგან ანასტასია ზაალიშვილთან დაკავშირებით - იაშვილის კლინიკა ახალ განცხადებას ავრცელებს

2 წლისა და 8 თვის ანასტასია ზაალიშვილის ბებიის ბრალდებებს, იაშვილის კლინიკასთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თინათინ ჯავახიშვილმა კლინიკის მედ-პერსონალი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა და აცხადებდა, რომ ქართველი ექიმების ნამოქმედარით თურქეთში, კლინიკა "მედიკალ პარკის" ექიმებიც შეშფოთებულები არიან. თინათინ ჯავახიშვილის ბრალდებების შემდეგ AMBEBI.GE იაშვილის კლინიკას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ

ოფიციალურად მიმართეს თურქულ კლინიკას და აღნიშნულ პაციენტთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვეს. კლინიკა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ახალ განცხადებას ავრცელებს:

"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს განცხადება:

სოციალურ ქსელებში პაციენტ ანასტასია ზაალიშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა იაშვილის კლინიკაში მას არასწორი მკურნალობა ჩაუტარდა სიმართლეს არ შეესაბამება. კიდევ ერთხელ განვმარტავთ და ვადასტურებთ რომ ჩვენს კლინიკაში პაციენტზე ჩატარებული ყველა ტიპის სამედიცინო მანიპულაცია იყო სასიცოცხლო ჩვენებით აუცილებელი და მაღალი სამედიცინო სტანდარტით განხორციელებული.

2 წლისა და 8 თვის ანასტასია თურქეთში მკურნალობის კურსს იმავე დიაგნოზით და იგივე გეგმით განაგრძობს, რაც მას ჩვენი კლინიკის ექიმების მიერ ჰქონდა დანიშნული.

მ. იაშვილის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ და სოლიდარობის ფონდმა დღეს თურქეთის MEDICAL PARK–ის ჰოსპიტალიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც თურქი კოლეგები პაციენტის მკურნალობის სქემას დეტალურად აღწერენ და განმარტავენ, რომ თბილისში ჩატარებული მკურნალობა პაციენტის მდგომარეობის სიმძიმის და დიაგნოზის გათვალისწინებით იყო დროული, მართებული და აუცილებელი. ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ნეიროქირურგიული მანიპულაცია (შუნტირება) ჩატარებული იყო სწორად და იაშვილის კლინიკაში ჩადგმული შუნტი MEDICAL PARK–ის ჰოსპიტალშიც კარგად ფუნქციონირებდა.

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო ანასტასიას გამოჯანმრთელებას უსურვებს".

წაიკითხეთ ასევე: "მედიკალ პარკის" ექიმები შეშფოთებულები არიან ქართველი ექიმების ნამოქმედარით" - ანასტასია ზაალიშვილის ბებია მიმართვას ავრცელებს

"წარმოუდგენელია ის ცვლილებები დაფიქსირებულიყო, რასაც პაციენტის ბებია ამბობს" - იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი

"მიხარია, მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები... ზოგიერთის გვარის ხსენებაც მზარავს" - ზუგდიდელი პედაგოგი ფეისბუქ-პოსტის გამო სკანდალში გაეხვა

"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან

"ქუჩებში ახალი წელია... ჩემმა უბანმა ფოიერვერკით გააცილა" - რა ხდებოდა თბილისში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ