ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებას და სასამართლოს მიმართავს, მოეხსნას "რუსთავი 2-ის" ქონებას ყადაღა, რათა არხმა შეძლოს ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება.

ამ თემასთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც "რუსთავი 2"-ში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.

"წელიწადნახევარია, რაც "რუსთავი 2-ის" და "ტვ საქართველოს" ქონებას ადევს ყადაღა. შესაბამისად, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივმართოთ ბანკებს ოვერდრაფტისთვის ან სესხისთვის. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ არც ერთი დღით არ დაგვიგვიანია ხელფასის გაცემა, სამწუხაროდ, ვაგვიანებთ ვალდებულების გაცემას კრედიტორების წინაშე, სამწუხაროდ, უკვე ვაგვიანებთ საგადასახადო ვალდებულების აღსრულებას. უკვე ერთი თვეა ხაზინაში ვერ მოვახერხეთ ვალდებულების ჩარიცხვა.

დღეს უკვე მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი შიდა ვალდებულებების გასტუმრება, მაგრამ გვაქვს პრობლემა გარე ვალდებულებების გასტუმრების. აუცილებლად დავდგებით იმ მომენტში, როდესაც შექვექმნება შიდა ვალდებულებების შესრულების პრობლემა.

ამიტომ მივმართავ საქართველოს და სასამართლო ხელისუფლებას, დაანებეთ "რუსთავი 2-ს" თავი, მიიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება და ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, მოხსენით ყადაღა, რომელიც მხოლოდ იმას ემსახურება, რომ შეუძლებელი გახდეს ჩვენი ფინანსური საქმიანობა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."