სად გაატარეს ზამთრის არდადეგები ცნობილმა ქართველებმა

სად გაატარეს ზამთრის არდადეგები ცნობილმა ქართველებმა

ზამთრის არდადეგებზე ქართველი სელებრითები მზიან კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას. ბევრმა მათგანმა უკვე მოასწრო დასვენება, ზოგი კი ახლა ისვენებს.

თამუნა ვაშალომიძე

ქართველი მოდელი თამუნა ვაშალომიძე ახალ წელს თურქეთში შეხვდება. ის უკვე გაემგზავრა სტამბულში, სადაც მასთან ერთად მისი ბავშვობის მეგობარიც იმყოფება.

"შარშან მეგობრებთან ერთად შევხვდი ახალ წელს, ერთ-ერთ რესტორანში, მაგრამ დიდი დისკომფორტი შემექმნა, ცეკვა რამდენჯერაც დავაპირე უამრავი ხალხის ყურადღებას ვგრძნობდი და ამის გამო იძულებული გავხდი ნაადრევად წავსულიყავი სახლში. ახალ წელს დადებითი და ბედნიერი განწყობით უნდა შეხვდე და მთელი წელი ასეთი გექნება, ამიტომაც გადავწყვიტე წელს თურქეთში წავიდე"- ამბობს თამო ვაშალომიძე.

ჯანეტ ქერდიყოშვილი

საქართველოში არ შეხვდება ახალ წელს "მის საქართველო" ჯანეტ ქერდიყოშვილი, ის უკვე გაემგზავრა ოჯახთან ერთად შვეიცარიაში, სადაც მდიდრულად ისვენებს და 2017 წლის შემობრძანებას ელოდება. ჯანეტ ქერდიყოშვილი ბოლო დროს, ძირითადად, საზღვარგარეთ ცხოვრობს. შვეიცარიაში ის რუსეთიდან ჩავიდა.

ქეთი ხატიაშვილი

დუბაიში გაატარა ზამთრის არდადეგები "იმედის დილის" წამყვანმა ქეთი ხატიაშვილმა. ქეთი დუბაის შვილთან ერთად, ერთი კვირის მანძილზე სტუმრობდა და კარგად დასვენებაც მოახერხა. ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველ ფოტოებს აქტიურად აზიარებდა.

მანიკა ასათიანი

მანიკა ასათიანმა ზამთრის არდადეგები ევროპაში, კერძოდ მილანში გაატარა. მასთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა ნანუკა გოგიჩაიშვილი, ნუკა ყარალაშვილი და სხვა ქართველი ლამაზმანები. გოგონები მილანში რამდენიმე დღით იმყოფებოდნენ და კარგად დასვენება მოახერხეს.

იუნა შაფათავა

მსახიობმა იუნა შაფათავამ დაუვიწყარი ზამთრის არდადეგები მოიწყო. მან ზამთრის დღეები ჯერ ნიუ-იორკში გაატარა, შემდეგ კი შვეიცარიაში გაემგზავრა. იუნასთან ერთად დასასვენებლად მისი და, დეა შაფათავა და მეგობრები იმყოფებოდნენ. იუნა ხშირად აქვეყნებდა სოციალურ ქსელში დასვენების ამსახველ ფოტოებს და ამერიკის მიმართ აღფრთოვანებას არ მალავდა.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."