ზურაბ ალავიძე: "აუცილებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს"

ზურაბ ალავიძე: "აუცილებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს"

"აუცილებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს", - ამის შესახებ რეგიონბული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მინისტრის თქმით, მიდგომა შეცვლილია და სამომავლოდ უწეყებაში სახელფასო დანამატები, კონკრეტული შესრულებული საქმიანობიდან გამომდფინარე გაიცემა.

"აუციოლებლად გადავხედავთ პრემიებისა და დანამატების გაცემის საკითხს. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს მუშაობაზე ორიენტირებული. გვაქვს გეგმები, რომელიც თუ შესრულდება აუცილებლად წავახალისებთ თანამშრომლებს. ადამიანები პრემიებს მიიღებენ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, ასეთი პოზიცია გვაქვს, ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვფიქრობთ ეს გეგმები კარგად გამოგვივა", - აღნიშნა ალავიძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კიდევ ერთხელ უპასუხა უწყების მოქმედი თანამშრომლის გიორგი წაქაძის ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროში თანამშრომლების განთავისუფლება უსამართლოდ მიმდინარეობს. ალავიძის თქმით, არსებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებითვე, ადამიანთა უმრავლესობა სიახლეების მიმართ რეზისტენტულია.

"სამწუხაროდ ასეა, რომ ყველა ცვლილების მიმართ ბევრი ადამიანი, რეზისტენტულია. ბატონის ხედვები სიმართლეს არ შეესაბამება, არავიტარ სიბნელეს არსად არ დაუსადგურებია, აქ უბრალოდ ხედვებშია განსხვავება. ჩვენ მოვედით ახალი ხედვით, ახალი ამოცანები გვაქვს, შესაბამისად არიან ადამიანები განსხვავებული ხედვებით, ამიტომ მე აქ განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. " - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."