გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი

გიორგი მარგველაშვილი შეიძლება გადადგეს?! - პარლამენტის ექსთავმჯდომარის სკანდალური პროგნოზი

განვლილი წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა არჩევნების შემდეგ დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან წასვლა იყო. გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზოგად შეფასებებს დასჯერდა და საჯარო სივრცეს დროებით, თუმცა დაბრუნების პერსპექტივით დაემშვიდობა.

როდის აპირებს პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას და 2020 წელს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლას? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით-უსუფაშვილი რამდენიმეთვიან დუმილს არღვევს და "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- "ქართულ ოცნებას" გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს, ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს.

- მთელი ცხოვრება ვიყავი და ვრჩები კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელის მომხრედ, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი არჩევნებით არ აირჩევა. მაგრამ მსგავსი ტიპის ცვლილებები ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს და ყველა რისკი გაითვალოს. პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური "ოცნებური კონტროლის" ტენდენციები გაძლიერდა, შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ. პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, "ქართული ოცნების" გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.

- რა ბერკეტი აქვს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლებას რომ დაუპირისპირდეს?

- მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას. თუ "ქართულმა ოცნებამ" ერთპიროვნულად" გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, ცვლილებების საარჩევნო სისტემაში ოფიციალურად გაფორმებამდე, კონსტიტუციით მინიმუმ, სამი თვეა განსაზღვრული.

რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში,-თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება,-ქართველ ხალხს მიმართოს, "ოცნება" გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური-ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ-შანსს, პრეზიდენტი კიდევ-ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ-თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ "თქვენი" პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.

თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა,-კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი-ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი,-არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, "ოცნებამ" შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი-და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.  განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."