როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

როდის დასტაბილურდება ლარის კურსი?! - ექსკლუზიური ინტერვიუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან

ლარის კურსი არის ის, რასაც გასული წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე ხშირად ახსენებდნენ საქართველოში. ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ, სულ უფრო ხშირად ისმოდა შეკითხვები ეროვნული ბანკის დანიშნულებისა და კურსის სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში­ მისი როლის შესახებ. მართალია, წლის ბოლო დღეებში ლარმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო, თუმცა შეკითხვა - როგორი იქნება კურსი 2017 წელს, კვლავაც მწვავეა. ჩვენ შევეცადეთ საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საზოგადოებისთვის საინტერესო შეკითხვებზე მიგვეღო პასუხი.

- მას შემდეგ, რაც ლარის კურსი დოლარის მიმართ უფასურდება, მთავრობისგან ძირითადად გვესმის ახსნა, რომ მთავარი მიზეზი რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენებია. ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას შეცდომა, ფაქტობრივად, არ ყოფილა დაშვებული და ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალია?

- 2015-2016 წლებში საქა­რთველო, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნები, საგარეო შოკის წინაშე დადგა. ასეთ დროს მოვლენები რამდენიმე სცენარით შეიძლება განვითარდეს: პირველი - კურსის ხელოვნური გამყარებაა, რაც რეზერვების ხარჯვის, ან მონეტარული პოლიტიკის ზედმეტად გამკაცრებით მიიღწევა. ამას კი, თავის მხრივ, გარდაუვლად მოჰყვება ეკონომიკის ზრდის­ შეფერხება და უმუშევრობის ზრდა. შარშან სავალუტო შოკზე რეაგირების ამგვარი გზა რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ აირჩია, შედეგად მიიღეს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და დასაქმებულთა რიცხვის შემცირება. რა თქმა უნდა, კურსის გაუფასურება, თუნდაც მოკლევადიან პერიოდში, მტკივნეულია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სესხები დოლარით აქვთ აღებული. მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერიოდში ის არბილებს­ საგარეო შოკის გადმოცემას და უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას.

სწორედ გაცვლითი კურსის მერყეობაზე სწორი რეაგირებაა იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ საქართველოში,­ ძლიერი საგარეო შოკის ზეგავლენის მიუხედავად, მაინც არის ეკონომიკისა და დასაქმების ზრდა. და ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკა მცირდება.

ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი პროგნოზები აქვს. კურსის გაუფასურების პროცესში ხელოვნურ ჩარევაზე უარი არის ყველაზე სწორი რეაქცია საგარეო შოკზე, რაც უზრუნველყოფს შოკის გადატანას ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯით. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."