პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი მარგველაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ უსუფაშვილის განცხადებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომენტარი მარგველაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ უსუფაშვილის განცხადებაზე

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის პირველი პირის, გიორგი მარგველაშვილის მიერ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარზე განმარტებას აკეთებს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პრეზიდენტი სიტყვა „ვიღაცაში“ დავით უსუფაშვილს არ გულისხმობდა.

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე დღეს მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ვიღაცის კომენტარზე კომენტარს არ გააკეთებს“.

"ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი და მეორე, თუ კონკრეტულად გაინტერესებთ, ამ საკითხთან დაკავშირებით არ მაქვს კომენტარი... გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო",- განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ”რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას პროგნოზირებს.

როგორც უსუფაშვილმა ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუკი ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღებას გადაწყვეტს, შესაძლოა პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართოს: ”ოცნება” პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას გართმევთ, მე უძლური ვარ ამ ცვლილებებს წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილებები ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აირჩიოთ და კიდევ ხუთი წელი - 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი”.

უსუფაშვილის აზრით, ეს შეიძლება ივნისში მოხდეს, როცა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განსაზღვრავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."