ბახტრიონზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ბახტრიონზე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

ბახტრიონის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედება. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხაა წაღებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. 179-ე ყაჩაღობის მუხლით და 236-ე - იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავებასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერჯერობით შსს აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ