არსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

არსებული ინფორმაციით, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს

არსებული ინფორმაციით, აჭარის ძალოვან უწყებაში საკადრო ცვლილებებია. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, თანამდებობები აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მამულაშვილმა და მისმა მოადგილეებმა დატოვეს. ასევე არხის ცნობით, საკადრო ცვლილება შესაძლოა შეეხოს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ლაშა გოგნიაშვილს.

როგორც ტელეკომპანია განმარტავს, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები 3 დღის წინ დატოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ