გიგი უგულავამ დღეს შესაძლოა საპატიმრო დაწესებულება დატოვოს

გიგი უგულავამ დღეს შესაძლოა საპატიმრო დაწესებულება დატოვოს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

როგორც ცნობილია, სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ "თბილსერვის ჯგუფის" საქმეზე უგულავას პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განუსაზღვრა, პატიმრობის ვადის ათვლა კი 2015 წლის 18 სექტემბრიდან მოხდა. ამ ვადის გათვალისწინებით, უგულავა საპატიმროდან 9 იანვარს უნდა გათავისუფლდეს.

ამასთან, თბილისის ყოფილი მერის ადვოკატი ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ უგულავამ საპატიმრო დაწესებულება დღესვე უნდა დატოვოს, ვინაიდან მისი ინფორმაციით, "პატიმრობის კოდექსში" არსებული ჩანაწერით, თუ სასჯელის მოხდის ვადის წინა დღე უქმე დღეა, პირის გათავისუფლება უფრო ადრე, სამუშაო დღეს უნდა მოხდეს. შესაბამისად, ადვოკატი უგულავას გათავისუფლებას დღესვე ითხოვს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ