ნიკა რურუა - თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, სწორი არ არის

ნიკა რურუა - თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, სწორი არ არის

თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება, იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, სწორი არ არის. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

ნიკა რურუამ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომლითაც სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის მიერ დღეს ცესკოში შეტანილი მოთხოვნა შეაფასა. კერძოდ, შესაძლოა საპარლამენტო სიიდან პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამოიღონ. ნიკა რურუას თქმით, იგი ეთანხმება სააკაშვილს და მიაჩნია, რომ ექსპრეზიდენტის განცხადებაში ყველაფერი ნათლად არის ნათქვამი.

"მიმაჩნია, რომ სიიდან საკუთარი თანაპარტიელების მათ გაუფრთხილებლად ამოღება, ცესკოსადმი მიმართვით, აბსოლუტურად გაუგებარი, მიუღებელი და არასწორი საქციელია. ასეთი რამ არ ხდება, თუ შენ არ მართავ პროცედურულ ბრძოლას შენივე თანაგუნდელების წინააღმდეგ. ეს მიუღებელი საქციელია", - აღნიშნა რურუამ.

წამყვანის კითხვაზე - მოქმედებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი ყოფილი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სცენარით, რურუამ განაცხადა, რომ არანაირ ინტრიგას არსებულ ვითარებაში არ შეიტანს.

"ნათქვამი გასაგებია. ეს ხელს უწყობს, ახალისებს ივანიშვილის სცენარს, რომ გაანადგუროს "ნაციონალური მოძრაობა", როგორც გაანადგურა სხვა ოპოზიციური პარტიები. დაშალოს, ფრაგმენტაცია მოახდინოს. როგორც გააკეთა ეს ალასანიას პარტიის, ბურჭულაძის პარტიის, "რესპუბლიკური პარტიის", "გირჩის" და ასე შემდეგ პარტიების მიმართ. ასე რომ, ეს სცენარი დარწმუნებული ვარ მართლაც არსებობს. ხელი მას არანაირად არ უნდა შევუწყოთ არანაირი პირადი პოლიტიკური მიზნების გამო. ამიტომაც მე ვთვლი, რომ თანაპარტიელების პარტიული სიიდან ამოღება, იმისთვის, რომ შემდეგ შენი პირადი მეგობარი შეიყვანო პარლამენტში, საუბარია გარეთ დარჩენილი ხალხის საპარლამენტო სიაზე, ამ სიიდან ხალხის ამოღება არ არის სწორი. არანაირად, არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად. ხელს უწყობს იმ განუკითხაობას, რომელიც დღეს არის საქართველოს ეკონომიკაში, საქართველოს ზოგადპოლიტიკურ საერთაშორისო მდგომარეობაში, ამაში მათ ხელი არ უნდა შევუწყოთ. ჩვენი პირადი გაბრაზების, სიძულვილის თუ პოლიტიკური მიზნების გამო", - განაცხადა რურუამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."