ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი ნიკა გვარამიაზე თავდასხმას აღიარებს

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, რატი გაჩეჩილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმა მან განახორციელა:

"ღიად ვაცხადებ: ეს შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room-ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან. ჩემს გარდა იმ ინციდენტში არ მონაწილეობდა არავინ!

ცხადია, მისი მამის გარდაცვალების შესახებ არ ვიცოდი და არც შეიძლება მცოდნოდა.

ადვოკატთან ერთად დღესვე, მე თვითონ გამოვცხადდები შესაბამის უწყებაში".

პოსტს უკვე უამრავი გამოხმაურება აქვს. კომენტარებს აკეთებს ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძეც:

- გუშინ ვიყავი და ნეტა რატო არ იყო მანდ...

აბაა რა უნდოდა Dinning roomshi მამა თუ დაასაფლავა?! არ მკიდია მამამისი როცა მამა მომიკლეს მე????? და დედაჩემს გვარამია რომ ეუბნებოდა შენი შვილი კრიმინალია და არ გამოვუშვებთო, 15 წლის ვიყავი! მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო! ნეტა შემხვდეს სადმე, ერთხელ მანქანით გავყევი შვილთან ერთად იყო და გავერიდე, ნეტა მარტო ვნახო სადმე.

ნიკა გვარამიაზე თავდასხმა დღეს საღმოს მოხდა. "რუსთავი2"-ის გენერალურ დირექტორს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც რესტორანში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

ადრიანა ლიმა "ალი და ნინოს" სკულპტურამ მოხიბლა - რას წერს ცნობილი მოდელი "ინსტაგრამზე"

"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი" - რაზე "იჩხუბეს" ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ პირდაპირ ეთერში?

ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის პირველი ფოტო შვილიშვილთან - რას  აქვეყნებს ცნობილი ექიმი