ავტორი:

"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი" - რაზე "იჩხუბეს" ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ პირდაპირ ეთერში?

"ხან რა მტკივა,  ხან - რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი" - რაზე "იჩხუბეს" ხათუნა ჟორდანიამ და ზურა ხაჩიძემ პირდაპირ ეთერში?

ხათუნა ჟორდანია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, რაც სიმსივნეს ებრძვის, მის გულშემატკივრებსა და ახლობლებს უყურადღებოდ არ ტოვებს. ის "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში ურეკიდან ჩაერთო, რომლის დროსაც საკუთარ ჯანმრთელობაზე ილაპარაკა, ახალი გეგმებიც გაგვაცნო და სხვათა შორის, წყვილმა პირდაპირ ეთერში "ჩხუბიც" კი მოასწრო.

"დაგპირდით, რომ კვირაში ერთხელ ან ორჯერ მექნებოდა ჩართვები, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან რთული ყოფილა. მეუბნებიან, რომ სტიმულს ვაძლევ ადამიანებს. თუკი ერთ ადამიანს მაინც მივცემ ძალას, რომ სიმსივნეს ებრძოლოს, გპირდებით, ჩართვებს კიდევ გავაკეთებ!“- აღნიშნა ჟორდანიამ.

ჟორდანია მომავალში ონკოპაციენტების დასახმარებლად ფონდის შექმნას გეგმავს. თუმცა, ვიდრე ტექნიკური დეტალები გახდება ცნობილი, ჟორდანია სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს სხვა სახის დახმარებას სთავაზობს.

"ჩემს გვერდზე დავდე წამლების სურათი. რამოდენიმემ მომწერა, რომ ეს წამალი უნდა. ვინც გამომიგზავნით ფორმა 100- ს და ექიმის ხელმოწერას, რომ ეს წამალი გჭირდებათ, დიდი სიამოვნებით მოგცემთ.

გუშინ ქუჩაში ადამიანებმა მიცნეს და მითხრეს, რომ ფონდი გავაკეთო. ძალიან კარგი იდეაა, მაგრამ ვიდრე კარგად არ გავხდები, ვერ მოვკიდებ ხელს ამ საქმეს.

პირადად მე ვიღებ უამრავ მედიკამენტებს. სიმსივნის მკურნალობა არის ძალიან ძვირადღირებული.

ყოველ დილით რომ ვდგები, ხან რა მტკივა - ხან რა, მაგრამ აკრძალული მაქვს წუწუნი, ჩემი შვილი მიკრძალავს. მაინც დავდივარ, ვეკონტაქტები ბევრ ადამიანს“ - აღნიშნა პროდუსერმა.

მოგვიანებით ხათუნა ჟორდანიამ პირდაპირ ჩართვაში მისი მეუღლე, ზურა ხაჩიძეც მოიწვია. ხათუნამ ქმარს მაყურებლების გართობის მიზნით, მათი გაცნობის ისტორიის მოყოლა მოსთხოვა, თუმცა ზურამ გააპროტესტა.

ჟორდანიამ მოგვიანებით გაიხსენა, რომ წყვილმა ერთმანეთი პირველად პეტერბურგში გაიცნო, რასაც მეუღლე არ დაეთანხმა.

"არა, ბათუმში დაიწყო ყველაფერი", - განაცხადა ზურამ.

ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს წელიწადზე მეტია ებრძვის. ის ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

"იმ გოგონასაც ამოეღოს ხმა, რომ ვინმეს უსულო საგანი არ ეგონოს" - რას წერს თსუ-ს პროფესორი ჟვანია-თოფაძის ინციდენტზე

"როცა წამოვედი პარტიიდან, მაშინ არ დაინტერესებულხართ ჩემით, ახლა დგახართ ჩემ გვერდით?!" - რას წერს თამარ ბაჩალიაშვილის ბებია

"დააბრალეს დანაშაული და თქვეს, რომ მან ბერას კომპიუტერში შეაღწია" - რას წერს მამუკა მდინარაძე