მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოდან ისევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

ოპერაცია დაგეგმილი იყო და ბოლო წუთში მაია რჩეულიშვილმა უარი განაცხადა ყველანაირ სამედიცინო ჩარევაზე, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა, ის რჩეულიშვილს შეხვდა და ის მიზეზები მოისმინა, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მკურნალობაზე უარი განაცხადა.

ცუცქირიძის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შუეძლებელია ოპერაციის შემდგომი სარეაბილიტაციო კურსის გავლა და ყველა სახის სამედიცინო ჩარევაზე უარი სწორედ ამიტომ თქვა.

"გულზე უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, რის შემდეგაც 2 კვირა იყო საჭირო რეაბილიტაციისთვის. 2 კვირის შემდეგ უნდა ჩატარებულიყო ფილტვზე ძალიან რთული ოპერაცია. ამ ოპერაციის შემდეგ საჭირო იყო სარეაბილიტაციო კურსი, რომლის განხორციელებაც, მაია რჩეულიშვილის აზრით, ციხეში შეუძლებელია. როდესაც ის მიხვდა, რომ ამ პროცედურის გარეშე შეიძლება უარესი შედეგი მიიღოს, გადაწყვიტა, რომ საერთოდ უარი ეთქვა ოპერაციაზე", - აღნიშნა მარიამ ცუცქირიძემ.

მაია რჩეულიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ამჟამად "ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ