მარგალიტა ბიცოლა, ლარისა ივანოვნა, "ტეტრი, ტეტრი" - უცხოელი ქალი მსახიობები ქართულ ფილმებში

მარგალიტა ბიცოლა, ლარისა ივანოვნა, "ტეტრი, ტეტრი" - უცხოელი ქალი მსახიობები ქართულ ფილმებში

ქართულ ფილმებში არაერთმა არაქართველმა მსახიობმა ქალბატონმა შექმნა იმდენად შთამბეჭდავი სახე, რომ ისინი ქართველ მაყურებელს დღემდე ახსოვს.

გავიხსენოთ მათი როლები და გავიგოთ თუ როგორ გამოიყურებიან და რას საქმინობენ ამჟამად ეს ქალბატონები.

ზაურისა და დარინას სიყვარულის ამბავი

ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო", რომლის გმირები დღემდე ახლობელი არიან ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ფრაზები კი ზეპირად იცის მაყურებელმა, 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ფილმში ერთ-ერთ მთავარ, რაჭველი ზაურის შეყვარებული დარინას როლს, ჩეხი მსახიობი ანდრეა ჩუნდერლიკოვა ასრულებს. მიუხედავად წარმატებული სამსახიობო კარიერისა, მან საბოლოო პროფესიად მენეჯერობა აირჩია და სულ სხვა სფეროში განაგრძო მოღვაწეობა. ანდრეას მეუღლე როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "ოლიმპიკის" გიტარისტი ლადისლავ კლეინია, ჰყავს ერთი ქალიშვილი, ჩოგბურთელი სანდრა კლეინი. 2008 წელს ანდრეა ბებიაც გახდა. ამჟამად პრაღაში ცხოვრობს.

გლაფირა ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა"

"ტეტრი, ტეტრი", - ალბათ ყველას ახსოვს ეს ფრაზა ფილმიდან "არაჩვეულებრივი გამოფენა", რომელსაც გლაფირას როლის შემსრულებელი, რუსი მსახიობი, ვალენტინა ტელიჩკინა ამბობს. ტელიჩკინას ფილმოგრაფია მრავალფეროვანია, ის უამრავ ფილმსა თუ სერიალშია გადაღებული. ვალენტინა ტელიჩკინა საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი და რამდენიმე პრემიის მფლობელი მსახიობი გახლავთ.

ამჟამად 71 წლის მსახიობი მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. ჰყავს მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. უყვარს წიგნების კითხვა და ყვავილების მოვლა. ხშირად დადის ეკლესიაში და მიაჩნია, რომ რწმენა ეხმარება ადამიანს ცხოვრებაში ყველანაირი სირთულის გადალახვისას.  განაგრძეთ კითხვა

ჯიჯი ჰადიდსა და ზეინ მალიკს გოგონა შეეძინათ - ბედნიერი მშობლების ემოციური სიტყვები და პირველი ფოტოები

მაიკლ სკოფილდი მალე ეკრანს დაუბრუნდება - "ციხიდან გაქცევის" მეექვსე სეზონის გადაღების შესახებ ინფორმაცია დადასტურდა

"სახლში ძნელად გასაძლები კაცი ვიყავი...  ერთხელ არ მიგვრძნია, რომ ჩემი ცოლი რაღაცით უკმაყოფილო იყო - რას ჰყვება ბუბა კიკაბიძე დედაზე, მეუღლეზე და მომავალ არჩევნებზე