ნიკა მელია - ვანო მერაბიშვილი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში", თუ მიჰყვება გიგა ბოკერიას

ნიკა მელია - ვანო მერაბიშვილი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში", თუ მიჰყვება გიგა ბოკერიას

ბუნებრივია, პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ვანო მერაბიშვილი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში" თუ მიჰყვება გიგა ბოკერიას, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, მერაბიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ მისი პოზიცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

"ბუნებრივია, პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე ვანო მერაბიშვილი დააფიქსირებს თავის პოზიციას, რჩება "ნაციონალურ მოძრაობაში", თუ მიჰყვება გიგა ბოკერიას. იმედია, ეს უახლოეს დღეებში მოხდება. მე მასთან არ მაქვს კომუნიკაცია, თუმცა შეუძლებელია, რომ არ დააფიქსიროს პოზიცია, რადგან ის არის პარტიის გენერალური მდივანი. ვანო მერაბიშვილს, რომც არ უნდოდეს, მაინც მოუწევს საკუთარი აზრის დაფიქსირება. მართალია ის გამოკეტა ივანიშვილმა ოთხ კედელში, თუმცა არის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას გააგებინოს საკუთარი მოსაზრება. სხვანაირად არ იკითხება სცენარის განვითარება, პარტიიდან მიდის გუნდი, მცირე, მაგრამ მიდის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."