კარტოფილის ჯადოსნური თვისებები - იცით, რა შეუძლია თქვენს საყვარელს ბოსტნეულს?

კარტოფილის ჯადოსნური თვისებები - იცით, რა შეუძლია თქვენს საყვარელს ბოსტნეულს?

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, კარტოფილი რომ არ უყვარდეს. ამ ბოსტნეულის გარეშე წარმოუდგენელია არა მარტო ჩვენი რაციონი, არამედ მრავალგვარი მრეწველობაც.

ბრიტანელი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები კარტოფილის ჯადოსნურ თვისებებზე მიუთითებენ. მათი აზრით, ამ კულტურით მართლაც შეიძლება ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ჩანაცვლება.

ექიმი დერმატოლოგი ემა უელჯუორტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარტოფილის წვენის სამკურნალო თვისებებზე. ეფექტის მისაღებად საკმარისია წვენსაწურში მოათავსოთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი. მიღებული წვენი შეიცავს ანტიოქსიდანტებისა და ნატურალური პოლიფენოლების მაღალ კონცენტრაციას, რაც ბევრ სიკეთესთან ერთად კანს ელასტიკურობასა და სიმტკიცესაც ანიჭებს.

კარტოფილის წვენში არის ნივთიერებები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კანის რთული უჯრედული მექანიზმის ფუნქციობაში და ხელს უშლის ანთებითი პროცესების განვითარებას.

ბევრი სასარგებლო ელემენტია კარტოფილის კანშიც. ამიტომაც კარტოფილი კანიანად უნდა გაწუროთ. ხარშვისა და შეწვის დროს კარტოფილი ჩ ვიტამინის მნიშვნელოვან რაოდენობას კარგავს. გამომდინარე იქიდან, რომ უმ კარტოფილს არავინ მიირთმევს, უმჯობესია მისი ახალგაწურული წვენის დალევა. დიდ ეფექტს იძლევა აგრეთვე კანზე უმი კარტოფილის რბილობის დაფენა. ის კურნავს პრობლემურ უბნებს და აცხრობს ანთებას.

საყურადღებოა ისიც, რომ კარტოფილი შეიცავს განსაკუთრებულ ენზიმს - ბუნებრივ მათეთრებელს, რომელიც ებრძვის ასაკობრივ პიგმენტურ ლაქებს და საზოგადოდ, აღიავებს კანს.

მედიკოსებს მიაჩნიათ, რომ კარტოფილის კანის გამოყენება შეიძლება ჭაღარისგან თავდასაცავად. ამისათვის ხუთი დიდი ზომის კარტოფილის კანი მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში 30 წუთის განმავლობაში და თავის დაბანის შემდეგ თმა ამ ნახარშით დაისველეთ, 20 წუთით გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. ვისაც ეს პროცედურა გამოუყენებია, აცხადებს, რომ ჭაღარა საგრძნობლად შეუმცირდა. გარდა ამისა თმა რბილდება, ჯანსაღდება და აბრეშუმივით ბზინვარე ხდება.

MKURNALI.GE

გაიგეთ მეტი კარტოფილის სამკურნალო თვისებებზე

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს