ავტორი:

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

"ჩემს ირგვლივ კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს" - რატომ მიდის პოდიუმიდან 23 წლის წარმატებული მოდელი

ამერიკელი მოდელი ჰალიმა ადენი პოდიუმზე გამოსვლაზე უარს აცხადებს, ამის შესახებ მან საზოგადოებას ამ ცოტა ხნის წინ ამცნო, ჰალიმა სამოდელო ბიზნესიდან წასვლის მიზეზად მისი რელიგიის მიმართ საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ასახელებს. შეგახსენებთ, 23 წლის ჰალიმა პირველი ქალი მოდელია, რომელიც ბრიტანული "ვოგის" გარეკანზე ჰიჯაბით გამოჩნდა.

ჰალიმამ სოციალურ ქსელ "ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კარიერის დატოვების მიზეზებსა და მის განვლილ გზაზე წერს. მისი თქმით, გადაღებების წინ ლოცვების გამოტოვება, არაკომფორტული სამოსის ჩაცმა, ჰიჯაბის სხვა სტილში მორგება მისი რელიგიის ღალატია და გადაღებებსა და მოდების ჩვენებებში მონაწილეობაზე საბოლოოდ უარს ამბობს. "უკვე გავაანალიზე სად დავუშვი შეცდომა და ამ პროფესიიდან მივდივარ", - წერს ის.

როგორც ადენი ყვება, ამერიკული ჯინსის სამოსის გადაღებისას მას ჰიჯაბის მაგივრად თავზე ჯინსის სამოსი შემოახვიეს, რამაც მოდელს დისკომფორტი შეუქმნა.

"რატომ მივეცი მათ საშუალება თავზე ჯინსი შემოეხვიათ, როდესაც ხშირად მოკლე კაბის ჩაცმაზეც არ ვიყავი თანახმა, მაშინ ძალიან სასოწარკვეთილი დავრჩი, ვიგრძენი, რომ დავკარგე კავშირი ჩემ თავთან, იმასთან, ვინც რეალურად უნდა ვყოფილიყავი“, - ამბობს ჰალიმა.

როდესაც 18 წლის ასაკში ჰალიმა სამოდელო სფეროში გამოჩნდა, თავისი რელიგიური ხედვების საწინააღმდეგოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა მოუწია, თუმცა ასობით გადაღებების შემდეგ მოდელი მიხვდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეეძლო და სამოდელო სფეროზე უარი თქვა.

"ატარო ჰიჯაბი მართლაც დიდი მოგზაურობაა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, თუ ჩემი ჰიჯაბი არ შეიძლება სხვებისთვის ხილული იყოს, მაშინ ჩავთვალოთ, რომ არც მე ვჩანვარ მათთვის. მე მხოლოდ ჩემი თავის დადანაშაულება შემიძლია, იმაში რაც მოხდა, ჩემს ირგვლივ ქალებს კვლავ არ ესმით, რატომ ვატარებ ჰიჯაბს და რატომ არის ეს ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი“, - აღნიშნავს ჰალიმა ადენი.

მოდელის ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს პოპულარულმა მომღერალმა რიანამ და დებმა ბელა და ჯიჯი ჰადიდებმა.

ჰალიმა კენიაში ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა, მისი ოჯახი სომალიდანაა. 6 წლის ასაკში ჰალიმა ოჯახთან ერთად ამერიკაში გადავიდა საცხოვრებად. პირველად ის ამერიკულმა სამოდელო სააგენტომ 18 წლის ასაკში აღმოაჩინა და მოდელი მინესოტას შტატის სახელით სილამაზის კონკურსში ნახევარ ფინალში მოხვდა.

ის იყო პირველი ქალი მოდელი, რომელიც მოდის სფეროში ჰიჯაბით გამოჩნდა და მალევე სილამაზის კონკურსიდან მოდის კვირეულებზე გადაინცვლა. ჰალიმა რიანას მაკიაჟის ბრენდის სახე გახდა და მან რამდენიმე სერიოზულ ბრენდთანაც ხანგრძლივად ითანაშრომლა.

როგორც მოდელი ამბობს, კარიერის განავლობაში მან ბევრჯერ დაარღვია ისლამური რელიგიის წესები, მას უწევდა სხვადასხვა ნივთებით დაეფარა სხეული, იმისთვის რომ შიშველი არ გამოჩენილიყო და რამდენჯერმე მოდელს ჰიჯაბის ტარების გამოც მოსვლია უთანხმოება.

"სიმართლე ის არის, რომ მე არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, ეს მე არ ვარ“, - დაწერა მოდელმა ინსტაგრამზე.

2018 წელს, ჰალიმამა CNN-თან მუსლიმურ სტანდარტებსა და თავის კარიერაზე ისაუბრა, მაშინ მან ქალები ჰიჯაბის ტარებისთვის გაამხნევა.

"დღეს ბევრი მუსლიმი ქალია, რომელიც მიიჩნევს, რომ სილამაზის სტანდარტებს არ შეესაბამება, მინდა, მათ ვუთხრა, რომ ნორმალურია იყო განსხვავებული, განსხვავებულად ყოფნაც ლამაზია“ , - განაცხადა იმჟამად ჰალიმამ. წყარო

მოამზადა ელენე მეტრეველმა

მეკო ჩიტიშვილმა სიმსივნე დაამარცხა - "სიხარულისგან იმდენს ვიხტუნავებთ ახლა, მიწისძვრა არ მოხდეს"

ინგლისში, ფეხბურთელის მუხლში კბილები იპოვეს - "გაოგნებული ვიყავი და ექიმს ვეუბნებოდი, თქვენ რა, მეხუმრებით?!“

"ამ მოვლენას სიცოცხლეში ვეღარ ვნახავთ... ბოლოს 800 წლის წინ იყვნენ ასე ახლოს იუპიტერი და სატურნი" - ქართველმა ასტროფოტოგრაფებმა უიშვიათესი მოვლენა გადაიღეს