დღეს, 16 იანვარს , ტელეკომპანია "PalitraNews-ის" საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს, "360 გრადუსის" მთავარი თემა - გაუმჯობესდება თუ არა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა? რა კვლევები აქვს NDI- ის და როგორ აფასებს მმართველი გუნდი და საპარლამენტო უმცირესობის წევრები.
გადაცემის სტუმრები - დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, "ახალი საქართველოს" წევრი ლევან ხაბეიშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სევდია უგრეხელიძე.
დღეს გადაცემა "360 გრადუსში" კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი თემები საინტერესო სტუმრებით.
მაყურებელს შესაძლებლობა აქვს სასურველი შეკითხვის დასმის, რომელსაც წამყვანი პირდაპირ ეთერში გააჟღერებს. შეკითხვების გაგზავნა შეგიძლიათ "PalitraNews-ის" ოფიციალურ "Facebook" გვერდზე "TV Palitranews – TV პალიტრანიუსი". გადაცემა 21:00 საათზე დაიწყება.