ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული - გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მიზნით და არა რიტუალური მოტივებისთვის

ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებული - გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მიზნით და არა რიტუალური მოტივებისთვის

"გვამის დანაწევრება მოხდა მისი გადაადგილების მიზნით და არა რიტუალური მოტივებისთვის, რასაც მაბრალებენ" - ამის შესახებ 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისატიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ბექა შენგელიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

შენგელია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს.

"თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ამიტომაც, არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკე. დიახ, სისასტიკე მაინც არის, როცა ადამიანს მოახრჩობ, მაგრამ განსაკუთრებულ სისასტიკეს, რომ სიცოცხლეშივე აწამო სხვაგვარად, ამას ადგილი არ ქონია. ვერ დავეთანხმები ვერანაირად", - აღნიშნა ბრალდებულმა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ირმა ყოჩიაშვილს, რომელიც მოკლული ქალის შვილია, ის თავს წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სრულად ცნობს.

იხილეთ ვიდეო: კადრები ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლო პროცესიდან - როგორ გამოიყურება და რას ყვება ბრალდებული ბექა შენგელია?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ