ქართველი პოლიტიკოსების შვილები, რომლებსაც კანონთან პრობლემები შეექმნათ

ქართველი პოლიტიკოსების შვილები, რომლებსაც კანონთან პრობლემები შეექმნათ

ქართველი პოლიტიკოსების შვილები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად არიან, ხშირად სკანდალების გამოც. AMBEBI.GE ქართველი პოლიტიკოსების შვილებზე გიამბობთ, რომლებსაც სხვადასხვა დროს სამართალდამცავებთან ჰქონდათ პრობლემა და დაკავებულებიც იყვნენ.

რატი მილორავა

რატი მილორავა პარლამენტარ ეკა ბესელიას ვაჟია. რატის სახელს სხვადასხვა დროს ხშირად უკავშირებდნენ ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეს, თუმცა ბევრი მათგანი სიმართლე არ აღმოჩნდა. რატი მილორავა 2013 წელს "სქაი ბარში" მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა, რომელიც მარიკა ვერულაშვილის ქალიშვილის დაბადების დღეზე მოხდა. შემთხვევის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა დაიჭრა, როგორც მოგვიანებით რატი მილორავამ განაცხადა, ის უბრალოდ ჩხუბის გაშველებაში მონაწილეობდა.

რატი მილორავა სამართალდამცავებმა 2009 წელს ქობულეთში დააკავეს. ეს ფაქტი სასამართლოს მიერ ოფიციალურად დასტურდება. შემთხვევა 2009 წელს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ეკა ბესელიას ვაჟი და ეკას ძმა, სერგო ბესელია ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს. ბესელია მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას მიაწერდა.

გაგა გაჩეჩილაძე

ლევან გაჩეჩილაძის ვაჟი, გაგა გაჩეჩილაძე 2012 წელს დააკავეს. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 2012 წლის 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფე "გალერეას" დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. მაშინ სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა.

დაცვის თანამშრომელი საჯდომის ნერვში იყო დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება იმ დროს მოხდა, როდესაც გაჩეჩილაძე კლუბში შესვლას მეუღლესთან ერთად ცდილობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ კომენტარი ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა. მისი თქმით, გაგა გაჩეჩილაძემ ტელეკამერების წინ, ვიღაცას ყელი გამოჭრა. რასაც გაჩეჩილაძის ადვოკატების ლევან სამუშიას და ლალი აფციაურის განცხადებაც მოჰყვა, რომლებიც უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის გამო, სააკაშვილს სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.

ანზორ ბიწაძე

ნინო ბურჯანაძეს უფროსი ვაჟი, ანზორიკო ბიწაძე 2011 წელს აქტიურად ედგა გვერდით და საპროტესტო აქციებშიც მონაწილობდა. ბურჯანაძის ვაჟი სამართალდამცავებმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს დააკავეს. დაკავება იმ დროს მოხდა, როცა 26 მაისის აქციის დარბევის დროს დაშავებული მოქალაქეების სანახავად ბურჯანაძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლა სცადა. შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა ნინო ბურჯანაძის მეუღლეც, სამართალდამცავებმა მამა შვილი ტერიტორიიდან გაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით მხოლოდ ანზორ ბიწაძე და ბურჯანაძის დაცვის წევრები დააკავეს. თუმცა ისინი მალევე გაათავისუფლეს. ბიწაძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის იყო დაკავებული.

ნუგზარ წერეთელი

2013 წელს ოქროყანის გზაზე ავარია მოხდა, რომელსაც 20 წლის ბაიკერის, ბექა სეხნიაშვილის სიცოცხლე შეეწირა. როგორც ბექა სეხნიაშვილის მეგობარი გოგონა, თეონა იხსენებს, ოქროყანის გზაზე საპირისპირო მიმართულებით ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, მძღოლმა და ბექამ არიდება ვერ შეძლეს, რა დროსაც შეჯახება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში გიგი წერეთლის ვაჟი იჯდა. 20 წლის ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა გიგი წერეთელმაც, რომელიც უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი შვილი იჯდა საჭესთან და არც იმას ადასტურებს, რომ ის ნასვამი იყო. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, დადგა თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი აღნიშნულ საქმეზე, მაგრამ შსს-დან ინფორმაცია ამ დრომდე არ მოუწოდებიათ.

რატი გაჩეჩილაძე

რატი გაჩეჩილაძე საზოგადოებამ ერთი კვირის წინ გაიცნო. მან "დაინინგ რუმში" ნიკა გვარამია სცემა. როგორც ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის ადვოკატი აცხადებს, დანაშაულის მოტივი პოლიტიკური იყო. შემთხვევის დროს ნიკა გვარამიასთან ერთად დავით დოიაშვილი, მარინა ბერიძე და მისი სხვა მეგობრები იმყოფებოდნენ. რატი გაჩეჩილაძემ დანაშაული თავად აღიარა და სოციალურ ქსელში დაწერა. რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს და 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: გიგი წერეთელი - "გამოძიება თუ დაადგენს, რომ ჩემს შვილს ბრალი მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს"

გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის დედა საბერძნეთიდან სამშობლოში დაბრუნდა - ნეტსან აბჟანდაძე მეუღლის უმკაცრესად დასჯას ითხოვს

არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

აქვს თუ არა საფუძველი მსგავს ბრალდებებს - მირიან ხოსიტაშვილი 1920 წლის ცხინვალის მოვლენების შესახებ