მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა - მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოპორტრეტი

მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საგანგაშო სტატისტიკა - მოძალადისა და მსხვერპლის ფსიქოპორტრეტი

რამდენიმე დღის წინ იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონა მანდატურისგან დაორსულდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას გულისხმობს. სამწუხაროდ, მედიით ხშირად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოში არასრულწლოვანზე მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს ათი თვის განმავლობაში ოფიციალურად არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის 181 შემთხვევა გამოვლინდა, 176 შემთხვევაზე კი სისხლის სამართლის დევნა დაიწყო.

2016 წლის დეტალური სტატისტიკა ასე გამოიყურება:

დევნა დაიწყო

იანვარი - 22                        იანვარი - 23

თებერვალი - 16                 თებერვალი - 17

მარტი - 17                          მარტი - 18

აპრილი - 21                        აპრილი - 20

მაისი - 18                           მაისი - 16

ივნისი - 13                         ივნისი - 13

ივლისი - 16                        ივლისი - 14

აგვისტო - 8                         აგვისტო - 9

სექტემბერი - 14                   სექტემბერი - 13

ოქტომბერი - 18                   ოქტომბერი - 18

ნოემბერი - 18                      ნოემბერი - 15

მიუხედავად სტატისტიკური მონაცემებისა, სპეცილისტების თქმით, რეალურად ასეთი ფაქტები, ბევრად მეტია, თუმცა ხშირად მშობლები ამბის გახმაურებისგან თავს იკავებენ. სექსუალური ძალადობა შეიძლება მოხდეს ყველა სოციალურ ფენაში, ოჯახს გარეთ ან ოჯახში. ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ასაკის ბავშვი, როგორც გოგონა, ასევე ბიჭი. შესაბამის სფეროში მომუშავე ადამიანების თქმით, მოძალადე უმეტესად ბავშვისთვის ნაცნობი პიროვნებაა. როგორც ფსიქოლოგი ელენე სამუშია AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, სექსუალური ძალადობა გულისხმობს ბავშვების გამოყენებას სექსუალური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.

"ზოგიერთს ჰგონია, რომ სექსუალური ძალადობა აუცილებლად კონტაქტსა და გაუპატიურებას გულისხმობს. სექსუალური ძალადობა შეიძლება იყოს სექსუალური შინაარსის მქონე საუბრები, შეხება, ალერსი, ფილმების ყურება, სურათების თვალიერება.

როგორც წესი, და ამას კვლევებიც აჩვენებს, ბავშვზე სექსუალური მოძალადეები, უმეტესად ოჯახის ახლობლები არიან. თავდაპირველად ეს შეფარვითი ხასიათისაა, როდესაც ბავშვი ვერ ხვდება. როდესაც ბავშვი ამას აცნობიერებს, მოძალადე მის მანიპულირებას იწყებს და აშინებს, რომ თუ იტყვის სხვები არასწორედ გაიგებენ. ხშირად ეს ძალადობა ხაგრძლივია, იშვიათად, რომ ერთჯერადი იყოს და როდესაც მჟღავნდება, შესაძლოა, რამდენიმე წელიც კი იყოს გასული", - ამბობს სამუშია.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ბავშვისთვის სექსუალური ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე ტრამვულია. შესაბამისად, ბავშვის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკური განვითარებას ზიანს აყენებს. ასეთი ფაქტი არასრულწლოვანის ყველაზე ძირეულ მოთხოვნილებებს არღვევს. შესაბამისად, ბავშვს ბევრი უარყოფითი ემოცია უგროვდება - სირცხვილის, დანაშაულის, დაუცველობის და მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაშია.

"როდესაც ბავშვი სექსუალურ ძალადობას განიცდის, მისი ქცევა იცვლება. მთავარია, დავინახოთ ბავშვის ცვლილება ქცევაში, რომელიც მანამდე ბავშვისთვის დამახასიათებელი არ იყო. თვალშისაცემია სექსუალური შინაარსის თემებზე ყურადღების გამახვილება, გაშიშვლება ან პირიქით სხეულის დაფარვა, შეუფერებელი ჩაცმულობა, სექსუალური თამაშები, რომელიც ბავშვმა არ უნდა იცოდეს. მთავარია, რომ ბავშვში რაღაც შეიცვალა", - აცხადებს ფსიქოლოგი.

როგორც სპეციალისტი ამბობს, ბავშვებზე სექსუალური მოძალადე შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის საკმაოდ მიღებული ადამიანი, რომელსაც გარკვეული სექსუალური გადახრები აქვს. სამუშიას თქმით, მსხვერპლის რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურაა და სარეაბილიტაციო პროგრამისა და დროის განსაზღვრა ინდივიდუალურად ხდება.

"საზოგადოების ჯანდაცვის ფონდს" ამ კუთხით ფსიქოლოგიური და იურიდიული ყველანაირი მომსახურება აქვს. ჩვენ უფრო მეტად ოჯახში ძალადობაზე ვართ ორიენტირებული. ამ კუთხით მომართვიანობა ხშირი არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ფაქტები არ არსებობს. შესაძლოა, ოჯახს არ სურს, რომ გახმაურდეს. ამის გაცნობიერება მშობლისთვისაც ძალიან ტრამვულია. დანაშაულის გრძნობა აქვთ, როგორ ვერ გაიგეს და როგორ ვერ დაეხმარნენ", - აღნიშნა სამუშიამ.

ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ ქვეყანაში მთლიანად გარემოა  ძალადობრივი.

"ძალიან მშვიდ ნორმალურ გარემოში გაზრდილი ადამიანიც კი, რომელიც თავად არანაირი ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა, შეიძლება გახდეს მოძალადე. ძალადობა ერთის მხრივ არის თვითდამკვიდრება ადამიანებისთვის, მისი არასრულფასოვნების კომპლექსიდან გამომდინარე. ნორმალურად გაზრდილი ადამიანებიც ხდებიან მოძალადეები. ძალიან ხშირად ამას ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუცია განაპირობებს.

სექსუალური ძალადობა ბავშვისთვის ისეთი ტრავმაა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს არაჯანსაღ პროტესტში, შურისძიებაში, ბოღმასა და მოუნელებლობაში. ის მოსაზრება, რომ მსხვერპლი თავადაც აუცილებლად ხდება მოძალადე, მცდარია, თუმცა რისკები ყოველთვის არსებობს", - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ლიკა ამირაშვილი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ