უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი: "სასამართლო პროცესზე გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ - ეს არის გენერალური პროკურორის სიტყვები"

უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი: "სასამართლო პროცესზე გია ცერცვაძეს გაათავისუფლებენ - ეს არის გენერალური პროკურორის სიტყვები"

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მითხრა, რომ გია ცერცვაძეს 26 იანვარს, სასამართლო პროცესზე გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გენერალურ პროკურორს უნდოდა დადასტურება, რომ გია ცერცვაძე ნამდვილად იბრძოდა უკრაინის მხარეს რუსეთთან დაპირისპირებაში, რაც დაუდასტურა.

"რამდენჯერმე გვქონდა საუბარი გენერალურ პროკურორთან. უკრაინის გენერალურ პროკურორს უნდოდა დადასტურება, რომ გია ცერცვაძე იბრძოდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. ეს სიტყვიერად დავადასტურე და შემდეგ მთხოვა, რომ ამის შესახებ ლეგიონის სახელით წერილი მომემზადებინა, რომ ეს ადამიანი იბრძოდა უკრაინის მხარეს. ეს წერილი მზადდება და გადაეცემა პროკურორს. ხუთშაბათს, სასამართლო პროცესზე მოხდება გია ცერცვაძის გათავისუფლება. ეს არის თავად გენერალური პროკურორის, ლუცენკოს სიტყვები", - განაცხადა მამულაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ